შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ, ვაკეთებდით და მომავალშიც გავაკეთებთ — კალაძე უკრაინაზე
ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე ამტკიცებს, რომ საქართველო, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებს უკრაინაში ვითარების დეესკალაციისთვის. ეს იმ ფონზე, როცა ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი მმართველ პარტიას მოუწოდებს, მინიმუმ, ღია მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადოს პარტნიორ ქვეყანას.
"უკრაინელები არიან ჩვენი მეგობარი ხალხი და აქედან გამომდინარე ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საფრთხის ქვეშ არ დადგეს უკრაინაში მშვიდობა. უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს უმთავრესი საფიქრალი და საზრუნავი ყველასთვის, ვისაც სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილებაში თუნდაც მცირე წვლილის შეტანა შეუძლია. ჩვენი ძალისხმევაც სწორედ აქითკენაა მიმართული და რა თქმა უნდა, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ, ვაკეთებდით და მომავალშიც გავაკეთებთ. მინდა მშვიდობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს", — განაცხადა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
მან შეგვახსენა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით კომენტარი რამდენიმე დღის წინ უკვე გააკეთა.
"ყველას კარგად მოგეხსენებათ უკრაინის მიმართ ჩემი დამოკიდებულება, გარკვეული ურთიერთობები, განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს ამ ქვეყანსათან და ამ მიზეზის გამოც, არ შემიძლია კიდევ ერთხელ არ გამოვხატო ის პოზიცია იმ პროცესების შესახებ, რომელიც უკრაინის გარშემო ვითარდება. მე რამდენიმე დღის წინ ვისაუბრე ამასთან დაკავშირებით, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი პოზიცია", — ამბობს კალაძე.
უკრაინელ ხალხს საქართველოს მხარდაჭერა "ყოველთვის ჰქონდა, ყოველთვის აქვს და ყოველთვის ექნება" — ამ კომენტარით შემოიფარგლა კალაძე რამდენიმე დღის წინ, ხოლო კითხვაზე, უკრაინის მხარდასაჭერ ოფიციალურ განცხადებას პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კალაძემ ასე უპასუხა:
"საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით და შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ".
საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა უკრაინის მხარდამჭერი პოსტი სოციალურ ქსელ ტვიტერში 23 იანვარს გამოაქვეყნა.
"ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის წინაშე დაყენება სრულიად მიუღებელია. საქართველო სოლიდარულია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით", — დაწერა მინისტრმა.
მეორე დღეს, 24 იანვარს ზალკალიანი უკრაინელ კოლეგას, დმიტრი კულებას ესაუბრა და როგორც თავად აღნიშნა, "მტკიცე თანადგომა" გამოუცხადა.
იქამდე, 20 იანვარს, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდამჭერ პოზიციას ალტერნატივა არ აქვს.
გუშინ, 25 იანვარს ბიუროს სხდომის დაწყებამდე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილიც. მისი თქმით, უკრაინაში ომის თავიდან აცილება საქართველოს ინტერესშიც შედის, ამიტომ, "ჩვენი საქმე, ჩვენი სიტყვა მიმართული უნდა იყოს იქეთკენ, რომ არ მოხდეს ახალი ომი უკრაინაში".
გაიგე მეტი:
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
კომენტარები