"დაისაჯონ მოძალადეები" — რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქცია გაიმართა
პოლიციელების მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების გასაპროტესტებლად საქართველოს რამდენიმე ქალაქში აქციები გაიმართა.
"ის საშინელება, რაც ყველამ ვნახეთ და რასაც მესამე დღეა ვაპროტესტებთ, ეს არის ჩვენი გამოსვლის მიზეზი და ასეთი ხდება ძალიან ბევრი, რასაც ვერ ვხედავთ, დაკეტილ კარს მიღმა, კამერის გარეშე ცემა და ა.შ. რაც ხდება განყოფილებებში, რაც მოხდა რუსთავში, ბათუმში — ახალგაზრდების ცემის ფაქტი. პოლიცია გადაიქცა რაღაც გაურკვეველ რაზმად, პოლიცია დაიცალა მთლიანად პატრიოტი პოლიციელებისგან. დაიტოვა ივანიშვილმა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც შეასრულებენ ნებისმიერ ბრძანებას", — განაცხადა თბილისში, ქართული ოცნების ოფისთან მოძრაობა საქართველოსთვის აქტივისტმა ნიკა ნარსიამ.
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ აქციაზე ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი კირთაძემ თქვა, რომ ის, რაც საზოგადოებამ გავრცელებული კადრების საშუალებით იხილა, წარმოუდგენელი და აღმაშფოთებელი იყო და სწორედ ამიტომ არის დღეს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად საპროტესტო აქციები.
"არ შეიძლება ამ ყველაფერთან შეგუება, წარმოუდგენელი, აღმაშფოთებელი იყო ის ყველაფერი, რაც ვნახეთ, ამიტომ არის დღეს საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად საპროტესტო აქცია ძალადობის წინააღმდეგ. როცა პოლიცია და კრიმინალი ერთმანეთთან ალიანსშია, როცა დაწინაურება ხდება კლანური ინტერესებით, როცა შერჩა პოლიციას ის, რაც შერჩა ამ ქვეყანაში და უამრავი ფაქტი ვნახეთ, ამიტომ მივედით აქამდე, რომ ბავშვებს ექცევიან ასე. ხომ წარმოგვიდგენია რამდენი კარი დახურულა და იქ მომხდარა ასეთი ამბავი, რამაც დღის სინათლე ვერ იპოვა და საზოგადოებამ ამის შესახებ ვერ გაიგო", — თქვა მან ფორმულას ეთერში.
საპროტესტო აქციები, ასევე, გაიმართა ზუგდიდში, გორსა და თელავში.
კადრები, სადაც ჩანს, რომ პოლიციელი მოქალაქეს სცემს, 24 იანვარს გავრცელდა. თავდაპირველად, ვიდეო ერთ-ერთი მეტროსადგურის ესკალატორზეა გადაღებული, სადაც არასრულწლოვნის თანმხლები პირები პოლიციელს ეუბნებიან, რომ ის ყრუ-მუნჯია, რაზეც პოლიციელი პასუხობს:
"ყრუ-მუნჯია? რომ ავალაპარაკო ახლა? [...] აი, ახლა უნდა ავალაპარაკო".
სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებით ფაქტზე დაკავებულია 2 პოლიციელი. მისივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ პოლიციელმა ფიზიკურად 17 წლის შეზღუდული შესაძლებლობის პირზე იძალადა. შედეგად, მან დაზიანებები თავისა და სახის არეში მიიღო. ასევე, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და თავი დამცირებულად იგრძნო.
ასევე,გუშინ, 25 იანვარს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კაცი, რომელსაც, სავარაუდოდ, პოლიციის ფორმა აცვია, ქალზე ფიზიკურად ძალადობს. ის ქალს სახეში რამდენჯერმე ურტყამს და ეჩხუბება. პროკურატურამ გამოძიება გუშინვე დაიწყო.
დღეს, 26 იანვარს პროკურატურამ, ზუგდიდში ქალზე ძალადობის ბრალდებით პოლიციის თანამშრომელი დააკავა. ეს ის პოლიციელია, რომელიც გავრცელებულ ვიდეოში ქალს სცემდა.
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
კომენტარები