თქვენი საცირკო ნომერი დამთავრდა — სამხარაძე სამადაშვილს
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე მსჯელობდნენ, ხმაური იყო. ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართა, რომ გადასულიყვნენ უშუალოდ განსახილველ საკითხზე, ამან კამათი გამოიწვია.
ნიკოლოზ სამხარაძემ რამდენჯერმე მიმართა სამადაშვილს, რომ "ნუ უზრდელობს, ნერვები დაემშვიდებინა". შემდეგ კი უთხრა, რომ მისი "საცირკო წარმოდგენა" დასრულდა და შესვენება გამოაცხადა.
"გადავიდეთ მსჯელობაზე, იმაზე რაც არის მნიშვნელოვანი რასაც ელოდება არა მხოლოდ მთელი ქვეყანა, არამედ საერთაშორისო პარტნიორებიც. კლოუნადის საყურებლად არ მოვსულვარ, აუხსენით საზოგადოებას თქვენი რეზოლუციის შინაარსი", — მიმართა სამადაშვილმა სამხარაძეს.
ამის საპასუხოდ, კი სამხარაძემ თქვა — "ნი მეჩრებით პირში, ძაან კარგად მიმყავს კომიტეტის სხდომა, დაწყნარდით და ნერვები დაიმშვიდეთ"
"მე გადავწყვეტ როდის გადავალთ საკითხის განხილვაზე. ვაიმე! ყოჩაღ, კიდევ ერთი საცირკო წარმოდგენა წარმატებით დაასრულეთ, ველოდებით, მომდევნო საცირკო წარმოდგენას მომდევნო კომიტეტზე", — უთხრა სამხარაძემ სამადაშვილს.
კამათი ამის შემდეგაც გაგრძელდა — "დამიწყნარდით, მე ვარ კომიტეტის თავმჯდომარე" — უთხრა სამხარაძემ სამადაშვილს, იქვე მოუწოდა წესრიგის დაცვისკენ და გააფრთხილა, რომ მანდატურებს მოუწევდათ გაეძევებინათ.
საბოლოოდ კომიტეტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა და სხდომა რამდენიმე წუთში განახლდა.
ოპოზიცია რუსეთის ფედერაციის ჩაწერას ითხოვდა რეზოლუციაში, თუმცა კომიტეტზე მხარი პირველად ვერსიას დაუჭირეს.
უკრაინის მხარდამჭერი ქართული ოცნების რეზოლუციაში რუსეთი ნახსენები არ არის. ოპოზიცია კი ითხოვს, რუსეთი ჩაწერონ. კიდევ ერთი, რომელშიც მკაფიოდაა ხაზგასმული რომ რუსეთი აგრესორია როგორც უკრაინასთან, ისე საქართველოსთან მიმართებაში პარტია დროამ შეიმუშავა და სხვა ოპოზიციური პარტიები თანაავტორებად მიიწვია. რეზოლუციის ამ ვერსიას უკვე შეუერთდნენ ლელო, გირჩი — მეტი თავისუფლება, რესპუბლიკური პარტია და სტრატეგია აღმაშენებელი.
გაიგე მეტი:
- რუსეთი არც თბილისის საკრებულოს კიევის მხარდამჭერ მიმართვაშია ნახსენები
- ზოგიერთი ოპოზიციონერი შინაარსის ნაცვლად, მხოლოდ ფორმებზე ფიქრითაა დაკავებული — პაპუაშვილი რეზოლუციაზე
- რეზოლუციის წუნს არ წარმოადგენს ის, რომ რუსეთის აგრესორობაზე დამატებით ხაზგასმა არ მომხდარა — სარჯველაძე
- კობახიძის აზრით, რეზოლუციაში რუსეთის არხსენების გამო კრიტიკა "სიტყვებზე გამოკიდება" და "სპეკულაციაა"
- გირჩი — მეტი თავისუფლება "ოცნებას": აფხაზეთი და ცხინვალი რომ ახსენოთ იმ რეზოლუციაში, ეგეც არ მოსულა?
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები