პენტაგონი რუსეთის მოთხოვნებზე გასაჯაროებული პასუხის ნამდვილობას ადასტურებს
პენტაგონმა რუსეთის მოთხოვნებზე El País-ის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტის ნამდვილობა დაადასტურა. დოკუმენტი 12-გვერდიანია და კრემლის "უსაფრთხოების გარანტიებზე" აშშ-ისა და NATO-ს წერილობით პასუხს მოიცავს.
როგორც პენტაგონის სპიკერმა, ჯონ კიბრიმ ბრიფინგზე აღნიშნა, დოკუმენტების გასაჯაროების შემდეგ ნათელი გახდა, რომ მათ პირად და საჯარო განცხადებებს შორის განსხვავება არ არის.
"აშშ-ის შეთავაზებამ ევროპულ გამოცემაში გაჟონა. ეს დოკუმენტი ჩვენ არ გაგვისაჯაროებია, თუმცა ახლა, როცა ის საჯაროა, მთელ მსოფლიოსთან ადასტურებს, რასაც ყოველთვის ვამბობდით: ჩვენს პირად და საჯარო განცხადებებს შორის განსხვავება არ არის. NATO და მისი პარტნიორები ერთიანი და ღია არიან, რომ კონსტრუქციულ და სერიოზულ დიპლომატიაში ჩაერთონ.
აშშ-მ დიპლომატიური გამოსავლის ძებნაში დამატებითი გზა გაიარა და თუ რუსეთს მართლა უნდა მოლაპარაკება, როგორც ამას ირწმუნება, ეს დოკუმენტი ადასტურებს, რომ ამისთვის გზა არსებობს", — თქვა მან.
დოკუმენტის თანახმად, აშშ-ისა და NATO-ს მყარი პოაზიციაა, რომ დაძაბულობა დიპლომატიის გზით უნდა განიმუხტოს. წერილობით პასუხში მათ რუსეთს დეესკალაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კვლავ დაადსტურეს.
ამასთან, დოკუმენტში ჩამოთვლილია ის წინადადებები, რაც მათი თქმით, ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას გააძლიერებს. მათ შორის, საუბარია რუსეთის მიერ ჯარების გაყვანაზე საქართველოდან.
"რუსეთის მიერ ჯარების გაყვანა უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვას რესპუბლიკიდან, სადაც ისინი განთავსებულია ქვეყნების ნების წინააღმდეგ", — ვკითხულობთ წერილობით პასუხში.
რაც შეეხება რუსეთის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას NATO-ს გაფართოებასთან დაკავშირებით, დოკუმნეტში აღნიშნულია, რომ აშშ მხარს უჭერს NATO ღია კარის პოლიტიკას. აქვე მითითებულია, რომ არსებითი პროგრესის მისაღწევად, აუცილებელია, რუსეთმა უკრაინიდან და მის სიახლოვიდან ჯარები გაიყვანოს.
26 იანვარს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და NATO-მ კრემლის მოთხოვნებისა და უკრაინის საზღვართან განვითარებული მოვლენების საპასუხოდ რუსეთს წერილობითი დოკუმენტი გაუგზავნეს.
რუსეთი NATO-სა და აშშ-სგან ითხოვდა უარი ეთქვათ გაფართოებაზე, მათ შორის, დაეკონკრეტებინათ უკრაინისა და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გაწევრიანება NATO-ში. ამავდროულად, მოთხოვნებს შორის იყო, ალიანსის წევრ სახელმწიფოებს უარი ეთქვათ ნებისმიერ სამხედრო ქმედებაზე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, აღმოსავლეთ ევროპის, ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.
წერილობით პასუხს პირველ თებერვლას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის მთავარი საკითხები, რომლებიც რუსეთის შეშფოთებას იწვევდა, უგულებელყოფილია.
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
კომენტარები