რამდენი ლარი ეღირებოდა საწვავი დღგ-სა და აქციზის გადასახადის გარეშე
კონკურენციის სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში 2021 წლის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საწვავზე ფასის დადგენის ფაქტორებიც მიმოიხილა.
სააგენტოს ინფორმაციით, ჩვეულებრივ პირობებში, ქვეყანაში საცალო ფასწარმოქმნაზე რამდენიმე ძირითადი ფაქტორი მოქმედებს: საწვავის თვითღირებულება (საერთაშორისო ფასი), ლარის გაცვლითი კურსი, ფასზე ასახვის დროითი შუალედი, მოთხოვნა და ბიზნეს მოლოდინები და კონკურენტების ქცევა.
კონკურენციის სააგენტოს მიერ დასახელებულ ფაქტორებს შორის ვერ მოხვდა სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული გადასახადები — დღგ და აქციზი. რეალურად კი, გადასახადების მოცულობა საწვავზე ფასის დადგენისას მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
ამის მიუხედავად, სააგენტომ საწვავის ფასზე მოქმედი თითოუელი კომპონენტი დეტალურად განიხილა და დაადგინა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში მსხვილი კომპანიებისთვის 1 ლიტრ რეგულარის ტიპის საწვავზე საბაჟო ღირებულება 1,74 ლარი, საოპერაციო დანახარჯები — 0,25 ლარი, აქციზი — 0,37 ლარი, დღგ — 0,47 ლარი, ხოლო კომპანიების ფასნამატი 0,26 ლარი იყო.
შესაბამისად, სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, 1 ლიტრ რეგულარის ტიპის საწვავში, რომლის ღირებულებაც მიმდინარე წლის იანვარში 3,10 ლარი იყო, სახელმწიფოს მიერ დაწესებული გადასახადების წილი 0,84 ლარია.
კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 10 თებერვალის მდგომარეობით, რეგულარის ტიპის საწვავზე ფასი 2,71 ლარიდან 3,13 ლარის ფარგლებში მერყეობდა.
როგორც ცნობილია, სხვაობა ფიქსრიდება მსხვილი კომპანიების საცალო ფასსა და მცირე სეგმენტის ქსელების ფასებს შორის, რასაც სააგენტო რუსეთის ფედერაციიდან და თურქმენეთიდან შედარებით დაბალი თვითღირებულების მქონე საწვავის იმპორტით ხსნის. სააგენტო იქვე წერს, რომ ამ ტიპის საწვავის რეალიზაცია მცირე ქსელებთან ერთად ხორციელდება რიგი მსხვილი კომპანიების დონეზეც.
სააგენტოს თქმით, 2013 წლიდან ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების კუთხით დადებითი ცვლილებები შეინიშნება. უწყება კომპანიებსა და დარგობრივ ასოციაციებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საწვავის სამომავლო ფასებთან დაკავშირებული განცხადებებისგან. სააგენტო იმასაც აღნიშნავს, რომ ბოლო 4 თვეში მსხვილ კომპანიებში რეგულარის ტიპის საწვავი 17-31 თეთრის ფარგლებში არის გაძვირებული.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები