ახალი ხმები ქართულ კინოში — თანამედროვე საქართველოს ფილმებს MUBI მსოფლიოს ტრეილერით აცნობს
ფილმების სტრიმინგ პლატფორმამ, MUBI-მ, თავისი აუდიტორიისთვის თანამედროვე ქართული კინოს გასაცნობად საპრეზენტაციო ტრეილერი შექმნა. ერთწუთიან ვიდეოში, სახელწოდებით ახალი ხმები ქართულ კინოში, ბოლო წლებში გამოშვებული სხვადასხვა ფილმის კადრებია ნაჩვენები. ტრეილერი სოციალური მედიის მომხმარებლებს MUBI-ის ვებგვერდზე ამისამართებს, სადაც ყველა ამ ფილმის ნახვაა შესაძლებელი.
"როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, საქართველოს მდიდარი კინემატოგრაფიული მემკვიდრეობა ქაოსში აღმოჩნდა. ეკონომიკურმა არასტაბილურობამ და სამოქალაქო ომმა კინოინდუსტრია შემოსავლის გარეშე დატოვა. რთული გზა იყო გასავლელი, რათა ისეთი კულტურა აღდგენილიყო, როგორიც ოქროს ხანაში იყო — პერიოდში, რომელმაც სერგეი ფარაჯანოვის და ოთარ იოსელიანის დონის მაესტროები გვაჩუქა, როცა მაგდანას ლურჯამ (1956) ოქროს პალმის რტო მიიღო. ბოლო ათწლეულში საერთაშორისო ასპარეზზე ახალი ქართველი კინორეჟისორები გამოჩნდნენ, რომლებმაც დიდ კინოფესტივალებზე უამრავი ჯილდო აიღეს და ოსკარის ნომინაციასაც კი გამოჰკრეს ხელი. სალომე ჯაშის გამბედავი დოკუმენტური ნამუშევრიდან თამარ შავგულიძის აღიარებულ დრამამდე (კომეტები, 2019), ფილმების ეს კოლექცია ბოლო წლებში ყველაზე გამორჩეულ ახალ ხმებს უყრის თავს. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ ალექსანდრე კობერიძის (რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებ?, 2021) და დეა ყულუმბეგაშვილის (დასაწყისი, 2020) ფილმები. ეს მრავალფეროვანი ნაკრები კი მსოფლიო კინოსამყაროში ახალი, დიდი ტალღის დაწყების მომასწავებელია", — წერს MUBI ვებგვერდზე.
აღსანიშნავია, რომ კობერიძის ფილმს გასულ წელს დიდი გამოხმაურება ხვდა წილად. კინოსურათი რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებ? ბერლინალეზე კინოკრიტიკოსთა რჩეული გახდა, დასახელდა ფიპრესის წლის საუკეთესო ფილმის ნომინანტად, ჩიკაგოს კინოფესტივალზე კი საუკეთესო სცენარის ჯილდოც დაიმსახურა.
აღნიშვნას იმსახურებს ყულუმბეგაშვილის ფილმიც, რომელმაც უცხოელი კინოკრიტიკოსების აღიარებასთან ერთად, ტრიესტეს, იტალიური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კინოფესტივალების ჯილდოები მიიღო. კინოსურათი წარდგენილი იყო ევროპულ კინოდაჯილდოებაზეც.
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები