რა ხდება უკრაინაში ამ დროისთვის
უკრაინის სასაზღვრო დაცვის სამსახურის ინფორმაციით, რუსული ჯავშანტექნიკა კიევის რეგიონში შეიჭრა. მათი ცნობით, მოწინააღმდეგემ საზღვარი "ვილჩას" საგუშაგოდან გაარღვია. სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციების უსაფრთხოების ცენტრის ცნობით, კიევის შესასვლელთან მონტაჟდება დამცავი კონსტრუქციები.
"კიევის შესასვლელებთან, საგუშაგოებთან ვაპირებთ დამცავი კონსტრუქციების დადგმას, ამიტომ შესვლა შეიძლება გართულდეს. გთხოვთ, ამას გაგებით მოეკიდოთ და გთხოვთ, ჩვენი სამხედროებისა და თვითმფრინავების გადაადგილების შესახებ არ გაავრცელოთ ინფორმაცია", — წერია განცხადებაში.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო წერს, რომ კიევის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. არიან დაღუპულები, თუმცა ამ ეტაპზე მათი ზუსტი რაოდენობა ზუსტდება. უწყების ცნობით, ბორტზე 14 ადამიანი იმყოფებოდა.
ამასთან, საგანგებოს ბოლო ცნობებით, თავდასხმა განხორციელდა ჟიტომირის სამხედრო აეროპორტშიც. ადგილზე 11 სამაშველო და 2 სახელმწიფო სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული. მათი ცნობით, იწვოდა Su-27 თვითმფრინავი და საწვავის მანქანა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი კი წერს, რომ ამ დროისთვის უკრაინის სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებს ოკუპანტებმა კალიბრის საკრუიზო რაკეტებით, MLRS-ითა და არტილერიით 30-ზე მეტი დარტყმა მიაყენეს.
"მოწინააღმდეგე საავიაციო ჯარის დახმარებით აგრძელებს უკრაინის საზღვრების გადმოკვეთას ხერსონისა და კახოვკას მიმართულებით. აღინიშნება დივერსიული სადაზვერვო ჯგუფების მოქმედება ბესარაბიისა და შავი ზღვის საოპერაციო ზონებში", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ამასთან, მათივე ცნობით, ერთ-ერთ სოფელთან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დამატებით ორი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი, უკრაინელმა სამხედროებმა ორი რუსი ჯარისკაცი ტყვედ აიყვანეს. მათივე ინფორმაციით, ლუგანსკის რეგიონში უკრაინელებმა ერთი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. უწყება წერს, რომ ეს უკვე მე-7 რუსული თვითმფრინავია, რომელიც უკრაინამ ჩამოაგდო.
უკრაინის შსს-ის ინფორმაციით, ამ წუთებში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ლუგანსკის რეგიონში, სჩასტიასთან ახლოს. მათი თქმით, არის მსხვერპლი მოწინააღმდეგის მხარეს. შსს აცხადებს, რომ ხარკოვის მახლობლად შემოვლით გზაზე ოთხი რუსული ტანკი გაანადგურეს.
ამ დრომდე არცერთი უწყება ზუსტ ინფორმაციას გარდაცვლილთა და დაშავებულთა შესახებ არ ავრცელებს. თუმცა სხვადასხვა დროს იყო ცნობები მსხვერპლზე. უკრაინული შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 15:00 საათზე წერდა, რომ ქალაქ ხარკოვის შემოვლით გზაზე 4 ტანკი დაიწვა, განადგურდა 6 თვითმფრინავი, 2 ვერტმფრენი და დაიღუპა 50-მდე რუსი სამხედრო. რუსებმა ხარკოვის ოლქში დაბომბეს საცხოვრებელი კორპუსიც, რასაც არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები