უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსმა ოლიგარქებმა 39 მილიარდ დოლარამდე დაკარგეს
მიუხედავად იმისა, რომ რუსი ოლიგარქები რუსული აგრესიის ფონზე უკვე გრძნობდნენ დასავლეთისგან ზეწოლას, Bloomberg-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეიჭრა, 24 საათში მათ 39 მილიარდ დოლარამდე დაკარგეს — ეს იმაზე მეტია, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში.
გამოცემა წერს, რომ მოსკოვის საფონდო ბირჟის ინდექსი (MOEX Russia Index) 33%-მდე შემცირდა, რაც საფონდო ბირჟის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უარესი მაჩვენებელია. Bloomberg-ის განცხადებით, ყველაზე მკვეთრი ვარდნა ჰქონდა ვაგიტ ალეკპეროვს, ლუკოილის ხელმძღვანელს — Bloomberg Billionaires Index-ის თანახმად, ის დღეში მესამედით, 6,2 მილიარდი დოლარით შემცირდა. ამასთან, მოსკოვში დაფუძნებული ნავთობის მწარმოებლის აქციების ფასი 33%-ით დაეცა.
რაც შეეხება ფოლადის მწარმოებელი კომპანიის Severstal-ის ხელმძღვანელს, ალექსეი მორდაშოვს, მან ხუთშაბათს 4,2 მილიარდი დოლარი დაკარგა, რამაც მისი ქონება 23 მილიარდ დოლარამდე შეამცირა. Norilsk Nickel-ის პრეზიდენტმა და რუსეთში ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, ვლადიმერ პოტანინმა კი, 3 მილიარდი დოლარი დაკარგა.
Bloomberg-ის ცნობით, ვაგიტ ალეკპეროვმა და გენადი ტიმჩენკომ ამ წელს, დაახლოებით, 10 მილიარდი დოლარი დაკარგეს, რაც მათი ქონების 40%-ზე მეტია. Bloomberg wealth index-ის თანახმად, რუს მილიარდერებს შორის ეს ყველაზე მაღალი პროცენტული ვარდნაა.
პარალელურად, ეს შეეხო ქართული ოცნების დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილსაც. Bloomberg წერს, რომ ბოლო 24 საათში მისი ქონება 50 მილიონი დოლარით შემცირდა.
პუტინის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ რეკორდულად მცირდება რუსული კომპანიების აქციების ღირებულება. შესაძლებელია ითქვას, რომ მოსკოვის საფონდო ბირჟაზე პანიკაა. პუტინის აგრესიის შედეგად გაუფასურდა რუსული რუბლიც.
პუტინმა უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაიწყო, რომელსაც თავად სპეციალურ "სამხედრო ოპერაციას" უწოდებს.
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები