ჰაკერულმა დაჯგუფებამ, Anonymous-მა რუსული სახელმწიფო არხები დაჰაკა და უკრაინული სიმღერა გაუშვა. ამის ამსახველ ვიდეოებს Twitter-ის მომხმარებლები ავრცელებენ, რასაც დაჯგუფება Facebook-ზე ეხმაურება.

მეორე დღეა ჰაკერული დაჯგუფება რუსულ სამთავრობო ვებგვერდებს უტევს. მათ უკვე გათიშეს გაზპრომის ვებგვერდი. 24 თებერვალს კი პროპაგანდისტული მედია Russia Today დაბლოკეს. ამასთან, Anonymous რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან მონაცემთა ბაზა ჩამოტვირთა.

რუსეთში კომპიუტერული ინციდენტების ნაციონალურ საკოორდინაციო ცენტრში, რომელიც FSB-ს შექმნილია, კიბერთავდასხმების მასშტაბი კრიტიკულად შეაფასეს. მათი თქმით, თავდასხმების ინტენსივობა გაიზარდა, მათ შორის "კრიტიკული მნიშვნელობის საინფორმაციო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე".