დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ავწევთ უკრაინულ დროშას მელიტოპოლში — ფედოროვი
ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ დარწმუნებულია უახლოეს მომავალში გუნდთან ერთად მელიტოპოლის ცენტრალურ მოედანზე უკრაინის დროშას აწევს. ფედოროვმა მადლობა გადაუხადა ყველა მელიტოპოლელს, ვისაც არ ეშინოდა დაკავების, რეპრესიების, დაკითხვის და იცავდა თავის პოზიციას მიტინგებზე გამოსვლით.
"ჩვენთან ასეა მიღებული, დავიცვათ ჩვენი ინტერესები ხმამაღლა. მინდა მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. ყოველდღე, როცა საინფორმაციო ვაკუუმსა და იზოლაციაში ვიყავი, ვგრძნობდი, რომ ჩემთვის იბრძოდით. მინდა მადლობა გადავუხადო მელიტოპოლის ყველა მეგობარს, რომლებიც იცავდნენ ჩემსა და მოქალაქეების ინტერესებს საერთაშორისო და სრულიად უკრაინის პლატფორმაზე და გააკეთეს ყველაფერი შესაძლებელი და შეუძლებელიც კი, რომ მე სწრაფად გავეთავისუფლებინე.
მინდა მადლობა გადავუხადო უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის დახმარებისთვის, მხარდაჭერისთვის, იმისთვის, რომ ჩემი გათავისუფლება ასე სწრაფად მოხდა. ცოტა მოგვიანებით ყველაფერს ვიტყვი დეტალურად და ვისაუბრებთ გეგმებზე. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ გუნდთან ერთად უახლოეს მომავალში ავწევთ ჩვენს უკრაინულ დროშას მელიტოპოლის ცენტრალურ მოედანზე. ხოლო, ვინც ეს დროშა ჩამოხსნა აწი ჩვენს მშვენიერ ქალაქში ნამდვილად აღარ იცხოვრებს. დიდება უკრაინას", — აცხადებს ის.
მელიტოპოლის მერი ტყვეობიდან გუშინ გაათავისუფლეს. 11 მარტს ანტონ გერაშენკომ თქვა, რომ ოკუპანტებმა მელიტოპოლის მერს, ივან ფედოროვს თავზე ტომარა ჩამოაცვეს და გაიტაცეს. მისივე ინფორმაციით, მერმა ოკუპანტებთან თანამშრომლობაზე უარი თქვა. მოქმედი მერის გატაცების შემდეგ, რუსებმა მელიტოპოლში ახალი "მერი" დანიშნეს. ზაპოროჟიეს რეგიონალურ სამხედრო ადმინისტრაციაში 15 მარტს განაცხადეს, რომ გატაცებული მერი ივან ფედოროვი ოკუპირებულ ლუგანსკის ტერიტორიაზე იყო, სადაც მას ბრალს "ტერორიზმის" მუხლით სდებდნენ.
დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები