ხელაშვილი ფიქრობს, რომ უკრაინის ელჩის გაწვევას უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებთან კავშირი არ აქვს
საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ხელაშვილი ფიქრობს, რომ უკრაინის ელჩის გაწვევას უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებთან არანაირი კავშირი არ აქვს. მისი თქმით, საქართველო იყო არის და იქნება უკრაინის ყველაზე უფრო მხარდამჭერი ქვეყანა. მან ახსენა ისიც, რომ ეს უკრაინის შიდა პოლიტიკური დიპლომატიური საქმეა.
"გუშინდელმა განცხადებამ უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან, ვფიქრობ, რომ გვაჩვენა, რომ ეს არის უკრაინის შიდა პოლიტიკური დიპლომატიური საქმე. რომელზეც ჩვენ არ ვართ რაიმე ფორმით უფლებამოსილი, არ არის მიღებული, ახლა კომენტარები ვაკეთოთ რა ხდება შიგნით და როგორ ხდება. თუმცა მე ვფიქრობ, ამ გაწვევას ელჩის არანაირი კავშირი არ აქვს უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებთან, ვინაიდან საქართველო იყო არის და იქნება უკრაინის ყველაზე უფრო მხარდამჭერი ქვეყანა", — ამბობს ის.
გუშინ, 30 მარტს უკრაინულმა მედიამ დაწერა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩები გაიწვია. როგორც ზელენსკი განმარტავს, არიან ადამიანები, რომლებიც ყველასთან მუშაობენ სახელმწიფოს დასაცავად და არიან ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ "თანამდებობაზე დარჩენისთვის" მუშაობენ. სწორედ ამ დროს პრეზიდენტმა თქვა, რომ ხელი მოაწერა ასეთი ადამიანის გაწვევას და მაროკოს ელჩი დაასახელა.
იქვე აღნიშნა, რომ უკრაინის ელჩი საქართველოდან სამშობლოში დაბრუნებულია. ეს დაბნეულობას იწვევს, რადგან ზელენსკიმ კონსულტაციებისთვის ელჩი ერთი თვის წინ გაიწვია, თუმცა ამ დრომდე იგორ დოლგოვი საქართველოში იმყოფებოდა.
ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის პირველ მარტს გაიწვია. მაშინ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამის მიზეზი სანქციებზე "ამორალური პოზიცია" და უკრაინაში მოხალისეების წასვლაში ხელის შეშლა იყო.
საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობას ანდრეი კასიანოვი ასრულებს. სპეციალურ ბრიფინგზე მან აღნიშნა, რომ ზელენსკი კონსულტაციებზე გაწვეულ ელჩთან სხვადასხვა საკითხს, მათ შორის, უკრაინაზე საქართველოს პოზიციას განიხილავდა.
ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ ელჩი იგორ დოლგოვი საქართველოშია. ის რამდენჯერმე იმყოფებოდა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსნოვის პატივსაცემად გამართულ აქციაზე.
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომენტარები