არ ვაპირებთ, ჩვენი ტერიტორიების ანექსიის მშვიდად ყურებას, ამ მხდალი მთავრობის პირობებში — ხოშტარია
დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალში შესაძლო "რეფერენდუმზე" გაკეთებულ განცხადებას საქართველოს მთავრობის დუმილი და უმოქმედობა მოჰყვა. მისივე შეფასებით, სამარცხვინო იყო საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებაც.
"ვნახეთ სიმონიანი, რუსული იმპერიალისტური პროპაგანდის და პუტინის ახლო გარემოცვის წარმომადგენელი, რომელიც შეურაცხყოფს ჩვენს სახელმწიფოს და ღიად ამბობს, რომ აფხაზეთი რუსეთია. გაკეთდა განცხადებაც შესაძლო რეფერენდუმისა და რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ცხინვალის ანექსიის შესახებ. და ყველაზე მთავარი, ჩვენ ვნახეთ საქართველოს მთავრობის დუმილი, უმოქმედობა და საგარეო საქმეთა მინისტრის მავნებლური განცხადება, რომ ეს არაფერს არ ნიშნავს", — თქვა მან.
ხოშტარიას თქმით, მაშინ, როდესაც უკრაინასთან ომში რუსეთი წაგების ზღვარზეა, უცნობია რა სცენარი შეიძლება ჰქონდეს მას საქართველოში. დროას ლიდერი ამბობს, რომ ამის ფონზე, საქართველო საკუთარი პრორუსული და ანტიუკრაინული პოლიტიკის გამო დასავლეთის მხარდაჭერის გარეშეა დარჩენილი. ის, ასევე, აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების არგაღიზიანების პოლიტიკა, სინამდვილეში, სუვერენიტეტის დათმობის პოლიტიკაა.
"გვყავს მთავრობა, რომლის წარმომადგენელიც სულ ცოტა ხნის წინ გვეუბნებოდა, რომ 1991 წელს დსთ-ში უნდა შევსულიყავით. ეს არის ძალიან დიდი საფრთხე ჩვენი სახელმწიფოსთვის. თუ ამაზე არ საუბრობს მთავრობა, ჩვენ, საზოგადოებამ, უნდა ვილაპარაკოთ და ვიბრძოლოთ, რომ არ დავუშვათ ჩვენი ტერიტორიების ანექსია. ეს არის კრახი ქართული ოცნების პოლიტიკის, რომელიც თითქოს არგაღიზიანების პოლიტიკაა. სინამდვილეში, ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის დათმობის პოლიტიკა და ჩვენ ვნახეთ, რომ არ გაღიზიანების ფონზეც, თუ რუსეთი გადაწყვეტს ჩვენი ტერიტორიების გატაცებას, მათ ხელს არაფერი შეუშლის, რადგან ვიქნებით მარტო", — აღნიშნა მან.
ხოშტარია ამბობს, ხელისუფლების გონივრული ქმედების იმედი არ აქვთ მისივე თქმით, თუ ისინი კიდევ ერთ ასეთ წითელ ხაზს გადაკვეთენ, ძალიან მტკიცე და მძიმე პროტესტს მიიღებენ.
"მინდა აღვნიშნო, რომ საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით ყველანაირი სპეკულაცია ქართული ოცნებისა და რუსული პროპაგანდაა. ახლა დადგა მომენტი, როდესაც მთავარი საფრთხე, რუსეთი, დასუსტებულია და კიდევ უფრო დასუსტდება. ჩვენ კი გაგვეხსნება სივრცე, ჩვენი პრობლემების დასავლელ პარტნიორებთან ერთად მშვიდობიანად მოსაგვარებლად. არ ვაპირებთ, ჩვენი ტერიტორიების ანექსიის მშვიდად ყურებას, ამ მხდალი მთავრობის პირობებში!", — დასძენს ის.
მას შემდეგ, რაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან შეერთებისთვის მალე ზომებს მიიღებდა, მათ ოფიციალურ გვერდზე პროპაგანდისტული შინაარსის სხვადასხვა განცხადება გავრცელდა, მათ შორის, იმაზე, რომ რუსეთთან გაერთიანებაზე რეფერენდუმი დაიგეგმება. ე.წ. რეფერენდუმი რუსეთისთვის ნაცადი ხერხია — იგივე მეთოდები გამოიყენეს უკრაინაში, როდესაც ანექსირებული ყირიმი რუსეთის ნაწილად გამოაცხადეს.
ე.წ. სახელმწიფო სააგენტო რესზე გამოქვეყნდა პარლამენტის სპიკერისა და ე.წ. პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებები. პარლამენტის სპიკერის თქმით, ე.წ. რეფერენდუმი უახლოეს მომავალში ჩატარდება და რუსეთთან შეერთებაზე ხალხი საკუთარ აზრს გამოთქვამს. მისივე განცხადებით, არანაირი სამართლებრივი წინააღმდეგობა არ არსებობს, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონი რუსეთს შეუერთდეს.
ამავე თემაზე:
- მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი, როდესაც საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული — ზალკალიანი
- უნდა დაველოდოთ რა რეაქცია ექნება რუსეთს ამაზე — დავითულიანი ოკუპირებული ცხინვალის "რეფერენდუმზე"
- ხელისუფლებას ეგონა, თუ ჩაწვებოდნენ, რუსეთი ამას არ გააკეთებდა — სააკაშვილი ოკუპირებული ცხინვალის "რეფერენდუმზე"
- ჩვენი ეფექტური რეაქციაა საერთაშორისო პლატფორმების გამოყენება — იონათამიშვილი ოკუპირებული ცხინვალის "რეფერენდუმზე"
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები