9,2%-იანი წილის შესყიდვის შემდეგ, ილონ მასკი Twitter-ის სრულად შეძენას გეგმავს
9,2%-იანი წილის შესყიდვის შემდეგ, ილონ მასკი Twitter-ის სრულად შეძენას გეგმავს. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ამბობს, რომ მზადაა თითო აქცია 54,2 დოლარად შეიძინოს და ჯამში 41,4 მილიარდი გადაიხადოს.
აღსანიშნავია, რომ მასკმა რამდენიმე კვირის წინ Twitter-ის 9,2%-იანი წილი შეიძინა და დაეთანხმა პირობას, რომ საკუთარ აქციებს 14,9%- ზე მეტად არ გაზრდიდა. ამის სანაცვლოდ, მას კომპანიის ბორდში ადგილი შესთავაზეს. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მასკმა უარი განაცხადა, შეერთებულიყო კომპანიის ბორდს, რამაც გააჩნინა ვარაუდები, რომ ის კომპანიაში საკუთარი აქციების რაოდენობას გაზრდიდა.
"ილონმა გადაწყვიტა, არ შეუერთდეს ჩვენს ბორდს" — დატვიტა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა პარაგ აგრავალმა. "აღნიშნულის შესახებ უკვე ვაცნობე კომპანიას, რასაც თქვენც გიზიარებთ" — დასძინა მან. აგრავალის თქმით, კომპანიამ მასკს ბორდში ადგილი შესთავაზა და იმედოვნებდა, რომ ის ამ შეთავაზებას დასთანხმდებოდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მასკმა საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო.
აღსანიშნავია, რომ მასკის მიერ Twitter-ის 9,2%-იანი წილის შესყიდვას კომპანიის ფასიანი ქაღალდების მკვეთრი ზრდა მოჰყვა. ეს კომპანიისთვის საუკეთესო დღე იყო მას შემდეგ, რაც აქციებით ვაჭრობა დაიწყო. სავარაუდოა, რომ კომპანიის სრულად შესყიდვასთან დაკავშირებით მასკის მიერ გაკეთებული განაცხადი Twitter-ის აქციების ფასს კიდევ უფრო გაზრდის. ამჟამად კომპანიის ერთი აქცია 47 დოლარის ფარგლებში ივაჭრება.
ამჟამად Twitter-ის ძირითადი აქციონერები თავად მასკი (9,2%), Vanguard Group (8,4%), და Morgan Stanley Investment Management (8,1%) არიან.
ილონ მასკი Twitter-ზე ყოველთვის აქტიური იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც კომპანიის წილების მფლობელი გახდა, ამ სოციალურ ქსელში კიდევ უფრო გააქტიურდა. მასკი ატარებს გამოკითხვებს და საკუთარ აუდიტორიას სხვადასხვა თემაზე საკუთარ შეხედულებებს აცნობს.
მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. Bloomberg-ის მიხედვით, მისი ქონება 259 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მასკი Twitter-ის 9,2%-იანი წილის შეძენის შემდეგ ამ კომპანიის მთავარი აქციონერი გახდა. მის პორტფელს სოციალური ქსელების კომპანიის 73,5 მილიონი აქცია შეემატა.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
კომენტარები