კრემლი ცნობებს იმის შესახებ, რომ ვლადიმერ პუტინი აპირებს 9 მაისს გამოუცხადოს ომი ოფიციალურად უკრაინას და ეროვნული მობილიზება გამოაცხადოს, უარყოფს.

კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ცნობებს სისულელეს უწოდებს და ამბობს, რომ "ამის შანსი არ არსებობს".

3 მაისს CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, 9 მაისს უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადოს.