გამოკითხულთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ტრადიციების შენარჩუნების საუკეთესო გზა დასავლეთთან ინტეგრაციაა — კვლევა
საქართველოში ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მომზადებული კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ტრადიციების შენარჩუნების საუკეთესო გზა დასავლეთთან ინტეგრაციაა.
კითხვაზე, ორი მოსაზრებიდან რომელი მათგანი გამოხატავს უკეთესად თქვენს ხედვას, შედეგები ასე გადანაწილდა:
- დასავლეთთან ინტეგრაცია ხელს შეუწყობს საქართველოს კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებას — 45%;
- ქართული ტრადიციები უფრო მეტად გადარჩება, თუ საქართველო დაუკავშირდება რუსეთს და არა აშშ-სა და ევროკავშირს — 20%;
- არცერთს არ ვეთანხმები — 25%;
- არ ვიცი/უარი — 10%.
ამასთან, მოსახლოების უმრავლესობა ფიქრობს, რომ დასავლეთი საუკეთესო პარტნიორია საქართველოსთვის. კითხვაზე, ბევრი მოსაზრება არსებობს იმის შესახებ, რომ საქართველოს ორიენტირი ევროკავშირი და შეერთებული შტატები უნდა იყოს თუ რუსეთი. გთხოვთ მითხრათ, რომელი მათგანი გამოხატავს უკეთესად თქვენს ხედვას, შედეგები ასე გადანაწილდა:
- დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სხვა საკითხების შესახებ საერთო ღირებულებების გამო, საქართველოსთვის საუკეთესო პარტნიორები ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირია — 53%;
- საერთო ღირებულებებისა და რელიგიის გამო, რუსეთი საქართველოსთვის უფრო ბუნებრივი მოკავშირეა, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი — 20%;
- არცერთს არ ვეთანხმები — 15%;
- არ ვიცი/უარი — 11%.
გამოკითხულთა 72% ევროკაშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს, 13% ეწინააღმდეგება, 8% ფიქრობს, რომ სულერთია, ხოლო 7% საკუთარ აზრს არ აფიქსირებს.
მასალა მომზადებულია პროექტის – საქართველოში ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში. გამოკითხვას Zinc Network-ის დაკვეთითა და USAID-ის ფინანსური დახმარებით CRRC საქართველო ახორციელებს. კვლევაში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის ან აშშ მთავრობის შეხედულებებს.
CRRC საქართველომ ჩაატარა 3 024 პირისპირ ინტერვიუ ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე (მეთოდოლოგია: CAPI, გამოპასუხება: 33%). გამოკითხვა განხორციელდა 2021 წლის 16 ნოემბრიდან 14 დეკემბრამდე, შესაბამისად, შედეგები ასახავს საზოგადოებრივ განწყობებს უკრაინაში ომამდე.
გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. ასევე, წარმომადგენლობითია ცალკეულად თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის და ეთნიკური უმცირესობებისთვის. ცდომილების საშუალო ზღვარი: +-1.7% (იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით).
ზოგ შემთხვევაში, პასუხების ჯამი შესაძლოა არ იყოს 100%, დამრგვალების გამო. "უარი პასუხზე" არცერთ შემთხვევაში აღემატება 1%ს, ამიტომ მოხდა "არ ვიცი" და "უარი პასუხზე" დაჯამება.
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
კომენტარები