აშკარად ჩანს, ივანიშვილისთვის ტრანზაქციების შეფერხებას არავითარი ლეგიტიმური საფუძველი აქვს — კობახიძე
ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის გადარიცხვების შეფერხებებს არავითარი ლეგიტიმური საფუძველი არ აქვს.
"აქ აშკარად ჩანს, რომ არავითარი ლეგიტიმური საფუძველი ამ შეფერხებებს არ აქვს. არის ერთგვარი შანტაჟის, ასე ვიტყოდი, ნიშნები. რა დგას ამის უკან მე არ ვიცი, მაგრამ ეს ნიშნები აშკარად არსებობს, მაგრამ თავისთავად ლეგიტიმური საფუძველი რომ არ აქვს ამ ქმედებებს, ამას ადასტურებს, რა თქმა უნდა, ის, რომ საბოლოო ჯამში, ყველა გადატანა, თუ გადარიცხვა, ტრანზაქცია მაინც შეფერხებით, მაგრამ ხორციელდება", — აცხადებს კობახიძე იმედის ეთერში.
6 მაისს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ის მიერ დანიშნულ რწმუნებულს — Green Vals Trust-ს გერნსის სასამართლოში უჩივის.
ივანიშვილის მიერ დაქირავებული PR კომპანია, Cision-ი შვეიცარიული ბანკის მიერ დანიშნულ რწმუნებულს — Green Vals Trust-ს ბენეფიციარების აქტივების მართვასთან დაკავშირებით ვალდებულებების სერიოზულ დარღვევასა და მისი კლიენტის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებს.
როგორც ირკვევა, Credit suisse-ის მხრიდან დაზარალებულებმა თანხის გაცემა 2022 წლის 4 მარტს მოითხოვეს, რომელზეც თანხმობა რწმუნებულმა კომპანიამ მიმდინარე წლის 4 აპრილს გასცა. Cision-ის მტკიცებით, ამან მის კლიენტებს ფინანსური ზარალი მიაყენა.
Cision-ის ინფორმაციით, Credit Suisse-ის რწმუნებულმა კომპანიამ თანხის გადაცემის შეფერხება "აღმოსავლეთ ევროპაში არსებული გეოპოლიტიკური გარემოთი" დაასაბუთა. ივანიშვილის PR კომპანია წერს, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მის სხვა ბენეფიციარებს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან არანაირი კავშირი აქვთ და არც რაიმე ტიპის სანქციებს ექვემდებარებიან.
ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკს Credit Suisse-ს დავა მოუგო. სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად, ბანკს ივანიშვილისთვის 500 მილიონის გადახდა დაეკისრა.
ივანიშვილმა Credit Suisse-ს უჩივლა, რადგან მისი თქმით, ბანკმა ვერ შეძლო მათი ბანკირის, პატრის ლესკადრონის თაღლითობის შეჩერება, რამაც ივანიშვილს 400 მილიონ დოლარზე მეტი დააკარგვინა.
ივანიშვილი ერთ-ერთია იმ, სულ მცირე, 5 ადამიანს შორის, რომლებიც ბანკის წინააღმდეგ დავას აგრძელებენ, მიუხედავად იმისა, რომ ლესკადრონის ბრალი 2018 წელს დაუმტკიცდა. ისინი არ აღიარებენ, რომ ბანკმა ლესკადრონის თაღლითობის შესახებ არაფერი იცოდა.
პატრის ლესკადრონის საქმე 2015 წელს გახმაურდა, როცა ბანკირმა აღიარა, რომ აყალბებდა ხელმოწერებსა და სავაჭრო ტრანზაქციებს. როგორც Credit Suisse ამტკიცებს, ბანკირი, რომელმაც 2020 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მარტო მოქმედებდა.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
კომენტარები