კრამონს, მგონი, თავის საარჩევნო ოლქში აღარ აქვს იმდენი საქმე და პირდაპირ ერევა ქართულ პოლიტიკაში — წულუკიანი
კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დასავლელი პარტნიორების განცხადებებს, ტრადიციულად, კრიტიკით უპასუხა. იმედის ეთერში საუბრისას მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო აშშ-ის ყოფილ ელჩს, იან კელისა და ევროპარლამენტარებს, ვიოლა ფონ კრამონსა და ანა ფოტიგას.
ნიკა გვარამიას საქმის განხილვისას წულუკიანი ამტკიცებდა, თითქოს საქართველოს რეალურად დასავლეთი კი არა, მხოლოდ მცირე ჯგუფი აკრიტიკებს. მინისტრის აზრით, ასეთი 10-12 ადამიანი ნაციონალური მოძრაობის მეგობრია და "ისინი არიან უცხოელი ნაცები".
"არ შეიძლება ერთმა სისხლის სამართლის საქმემ ქართველი ერის ევროპული არჩევანი შეცვალოს, ან ვინმეს მისცეს იმის უფლება, რომ ესოდენ მნიშვნელოვან საქმედ აქციოს. თუმცა, არიან უცხოელების ჯგუფი, რომლებსაც ეს აღელვებთ და ეს ჯგუფი ცდილობს, ქართველ ხალხს მიყიდიოს თავისი თავი, თითქოს ისინი არიან თვით დასავლეთი, თვით ევროპა და თუკი ისინი რაღაცით არიან უკმაყოფილოები, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთ ევროპა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და ფრანგები, პოლონელები, გერმანელები, ყველა გვერჩის ერთიანად", — განცხადა მან.
წულუკიანის განცხადება ტრადიციულად ირონიული ქვეტექსტის იყო. ის ამტკიცებდა, რომ იან კელის საქართველო არ უყვარს, კრამონს კი სხვა საქმე არ აქვს.
"ეს არის უცხოელების პატარა ჯგუფში, ამ უცხოელ ჯგუფში მე ვგულისხმობ ლამის ქართველ პოლიტიკოსად ქცეულ გერმანელ პოლიტიკოსს, ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონს, რომელსაც, მგონი, თავის საარჩევნო ოლქში აღარ აქვს იმდენი საქმე და პირდაპირ ერევა ქართულ პოლიტიკაში — ხან ვის დაუქნევს თითს, ხან ვის და ჰგონია, რომ მას ამის უფლება აქვს.
ასევე, არის ბატონი იან კელი. ერთი იან კელის წონის ცრემლები აქვს ერთ ქართველ დედას, ალბათ, ჩუმად დაღვრილი, როდესაც შვილებს ევროპული და დასავლური არჩევანის დასაცავად უშვებდა სხვადასხვა ბრძოლაში", — განაცხადა მან.
მინისტრის აზრით, როცა ამ ჯგუფს "რაღაცას ეტყვიან", ისინი მშვიდდებიან და "აღარ კადრულობენ უკადრებელს". მისივე თქმით, ამ ჯგუფშია ანა ფოტიგაც, რომელიც საყვედურს პასუხობს იმით, რომ უყვარს საქართველო.
"გააჩნია საქართველოში ვინ რას გულისხმობს. ასე რუსიც გულისხმობდა საქართველოში ხაჭაპურს, მაგრამ საქართველო მხოლოდ ხაჭაპური, ლამაზი სვანეთი და კოშკები არ არის. საქართველო არის ერი, პირველ რიგში, რომელსაც პატივი უნდა სცე", — განაცხადა წულუკიანმა.
მისივე აზრით, თავად არიან დამნაშავეები, თუ "რომელიმე პატარა ჯგუფი" რაიმეს "უსამართლოდ გაუბედავს". წულუკიანი ამტკიცებს, თითქოს ამ ხალხს აქვს მიზანი ენმ-სთან ერთად "გადააყირავონ მთავრობა".
"მე ყოველთვის მიფიქრია, რომ თუკი უსამართლოდ რომელიმე ეს პატარა ჯგუფი უცხოელების რამეს გაგვიბედავდა, ამაში ჩვენც ვართ დამნაშავე. იმიტომ, რომ 2021-2022 წლამდე არ გავბედეთ მათთვის გვეთქვა — იცი რა, აქ დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ჩვენ ამ სახელმწიფოებრიობაში ათადან და ბაბადან დღემდე სისხლი ჩავღვარეთ, დაწყებული პატარა გოგოებიდან, დამთავრებული დიდი კაცებით. და თუ შეიძლება ცოტა დამშვიდდით, იმიტომ, რომ თქვენ ელაპარაკებით სუვერენულ სახელმწიფოს", — აცხადებს ის.
ვიოლა ფონ კრამონი და იან კელი ხშირად აკრიტიკებს ხელისუფლებას, რაც მმართველ გუნდს არ მოსწონს. შესაბამისად, ისინი მუდმივად აკრიტიკებენ მათ და ენმ-სთან მეგობრობას, მიკერძოებულობას აბრალებენ.
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
კომენტარები