წულუკიანი იყენებს იმავე მეთოდებს, რასაც პუტინი — ვიოლა ფონ კრამონი
ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის შეფასებები იმედგაცრუებას იწვევს და პუტინის საქციელს ჰგავს. ევროპარლამენტარი განმარტავს, რომ ისინი აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას და არა ქართველ ხალხს.
"მისი ბრალდებები ჩემზე არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და იმედგამაცრუებელი. წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი. როცა პუტინს აკრიტიკებენ, მათ რუსოფობებს ეძახიან, არადა ეს კრიტიკა არ მიემართება რუს ხალხს, ჩვენ ვაკრიტიკებთ პუტინის რეჟიმს. ასეა საქართველოს შემთხვევაშიც, ჩვენ ვაკრიტიკებთ არა ქართველ ხალხს და საქართველოს, არამედ ხელისუფლებას, როგორც საქართველოს წარმომადგენელს, რადგან მოვლენები მათი მხრიდან არასწორი მიმართულებით ვითარედება", — განუცხადა მან TV პირველს. (ტელეკომპანიის თარმგანი)
ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ წულუკიანს 2012 წელს შეხვდა, იცის, რომ განათლებულია, ამიტომ მისი ბოლო განცხადებით გაოცებულია.
"არანაირი იდეა არ მაქვს, რატომ გახდა ის ასეთი რადიკალური და რატომ ავრცელებს ასეთ ინფორმაციას. მე არ ვარ ნაციონალური მოძრაობის ბანაკში და არც არასდროს ვყოფილვარ. მიკვირს, რატომ ამირჩია მე, რადგან აქ, ევროპარლამენტში 5 მსხვილი პარტია ვართ, ვინც ერთნაირად ფიქრობს მიმდინარე პროცებზე", — განაცხადა მან.
კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დასავლელი პარტნიორების განცხადებებს, ტრადიციულად, კრიტიკით უპასუხა. იმედის ეთერში საუბრისას მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო აშშ-ის ყოფილ ელჩს, იან კელისა და ევროპარლამენტარებს, ვიოლა ფონ კრამონსა და ანა ფოტიგას.
ნიკა გვარამიას საქმის განხილვისას წულუკიანმა განაცხადა, რომ საქართველოს რეალურად დასავლეთი კი არა, მხოლოდ მცირე ჯგუფი აკრიტიკებს. მინისტრის აზრით, ასეთი 10-12 ადამიანი ნაციონალური მოძრაობის მეგობრია და "ისინი არიან უცხოელი ნაცები". ამავდროულად, ამტკიცებდა, თითქოს ამ ხალხს აქვს მიზანი ენმ-სთან ერთად "გადააყირავონ მთავრობა".
"ეს არის უცხოელების პატარა ჯგუფში, ამ უცხოელ ჯგუფში მე ვგულისხმობ ლამის ქართველ პოლიტიკოსად ქცეულ გერმანელ პოლიტიკოსს, ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონს, რომელსაც, მგონი, თავის საარჩევნო ოლქში აღარ აქვს იმდენი საქმე და პირდაპირ ერევა ქართულ პოლიტიკაში — ხან ვის დაუქნევს თითს, ხან ვის და ჰგონია, რომ მას ამის უფლება აქვს", — განაცხადა მან.
ვიოლა ფონ კრამონი, ანა ფოტიგა და იან კელი ხშირად აკრიტიკებენ ხელისუფლებას, რაც მმართველ გუნდს არ მოსწონს. შესაბამისად, ისინი მუდმივად აკრიტიკებენ მათ და ენმ-სთან მეგობრობას, მიკერძოებულობას აბრალებენ.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები