REUTERS: გერმანიამ და იტალიამ კომპანიებს უფლება მისცეს, რუსული გაზის შესაძენად ანგარიში რუბლში გახსნან
Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანიამ და იტალიამ კომპანიებს უფლება მისცეს, გახსნან რუბლის ანგარიშები, რათა გაზის ყიდვა მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევის გარეშე შეძლონ.
გამოცემის ინფორმაციით, ამას წინ უძღოდა ევროკავშირთან დისკუსიები. პოლონეთმა, ბულგარეთმა და ფინეთმა ამ მოთხოვნაზე უარი განაცხადეს, ამიტომ მათ რუსული გაზის მიწოდება შეუწყდათ.
"დებატებმა რუსეთის მოთხოვნაზე, უცხოელმა მყიდველებმა გაზის საფასური რუბლებში გადაიხადონ, გამოსცადა ევროპული მთავრობების გადაწყვეტილება, მკაცრი პოზიცია დაიკავონ მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინაში ომის გამო", — წერს გამოცემა.
მათივე ინფორმაციით, ბრიუსელმა გასცა ორი წერილობითი ინსტრუქცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყიდონ რუსული გაზი სანქციების დარღვევის გარეშე, მაგრამ ლეგალური მარშრუტი კვლავ ბუნდოვანია, რადგან ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დახურულ შეხვედრაზე კომპანიებს ურჩიეს, არ გახსნან რუბლის ანგარიშები გაზპრომბანკში.
"ბრიუსელში მყოფმა ზოგიერთმა დიპლომატმა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან განაცხადა, რომ მათი აზრით, რჩევა მიზანმიმართულად ბუნდოვანია, რათა ქვეყნებს საშუალება მისცენ, გახსნან რუბლის ანგარიში და განაგრძონ რუსული გაზის შეძენა", — წერს გამოცემა.
რუსეთმა ბულგარეთსა და პოლონეთს რუსეთმა გაზის მიწოდება 27 აპრილს შეუწყვიტა, ფინეთს კი 21 მაისს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ "არამეგობრულმა ქვეყნებმა" გაზის საფასურის გადახდა რუბლში უნდა დაიწყონ, რაზეც ამ ქევყნებმა უარი თქვეს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ქვეყნები, რომლებსაც რუსეთმა გაზის მიწოდება შეუწყვიტა, ახლა გაზს იღებენ ევროკავშირის წევრი მეზობლებისგან. ლაიენის თქმით, გაზის მიწოდების შეწყვეტა კიდევ ერთი პროვოკაციაა კრემლისგან.
გაიგეთ მეტი:
- რუსეთი ენერგორესურსებს იარაღად იყენებს — ბაიდენი
- ზელენსკი: რუსეთი არა მხოლოდ გაზს, ნებისმიერ ვაჭრობას იარაღად განიხილავს, ის უბრალოდ მომენტს ელოდება
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები