ენმ-ის მეორე სიხშირე არიან, რასაც ვერ ამბობენ ისინი, ამბობენ ძმები ბერძენიშვილები — თალაკვაძე
ქართული ოცნების დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ლევან და დავით ბერძენიშვილები ნაციონალური მოძრაობის "მეორე სიხშირე" არიან. თალაკვაძე ფიქრობს, რომ ისინი ამბობენ იმას, რასაც "ენმ ვერ ამბობს".
"ბერძენიშვილები ნაციონალური მოძრაობის მეორე სიხშირე არიან და რომ გადართავენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და მაქედან ექსპერიმენტებს ატარებენ საქართველოს ისტორიაზე, საქართველოს ეკლესიაზე, ეროვნულ ღირებულებებზე და ყველა იმ ფასეულობებზე, რამაც ეს ქვეყანა დღემდე მოიყვანა, ეგ საზოგადოებამ კარგად იცის. ეს არის იგივე ნაციონალური მოძრაობის მეორე სიხშირე, მეორე არხი. რასაც ვერ ამბობს ნაციონალური მოძრაობა, ამბობენ ძმები ბერძენიშვილები", — თქვა მან პარლამენტში.
მას შემდეგ, რაც რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გამოსვლა ძალადობის წახალისებად შეაფასა, თალაკვაძემ სამნიძეს მიმართა და ის ძალადობის წახალისებაში თავად დაადანაშაულა.
"ხათუნა სამნიძეს მინდა ვუთხრა, ძალადობის წახალისებაში ჩვენ რომ გვადანაშაულებს, სინამდვილეში, ჩვენ ვგმობთ ძალადობას და ვრეაგირებთ ძალადობაზე. აქაც პოლიციამ დროულად იმოქმედა და დაიცვა ეს ადამიანები ძალადობისგან. ძალადობა და ძალადობის წახალისება სინამდვილეში არის ის, რასაც თქვენ აკეთებდით და თქვენ აკეთებთ, როდესაც მთავარ მოძალადეს აცხადებთ თავისუფალი მედიის მენეჯერად. როდესაც ადამიანის უფლებების უფლებების უმძიმეს დარღვევებში ბრალდებული ადამიანი გმირად გამოგყავთ საქართველოს საზოგადოების და ევროპის წინაშე", — ამბობს თალაკვაძე პარლამენტში.
დღეს, 7 ივნისს, ირაკლი კობახიძემ სამნიძესა და დავით ბერძენიშვილზე თავდასხმიდან მეორე დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან ლევან ბერძენიშვილს "უსამშობლო" და უღმერთო" კაცი უწოდა. მისი აზრით, ძმებ ბერძენიშვილებს აქვთ "ზიზღი ქართველი ხალხისა და ქვეყნის მიმართ". ასევე, თქვა ისიც, რომ თითქოს "ეროვნულ იდენტობაზე შეტევა" ხორციელდება.
გუშინ, 6 ივნისს რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეს თავს დაესხნენ. როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თქვა — "შენ და შენი ძმა, ჩვენს წმინდას როგორ აგინებთ".
ამავე თემაზე:
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები