The Guardian-მა სალომე ჯაშის "მოთვინიერება" 2022 წლის საუკეთესო ფილმებს შორის დაასახელა
ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა აქამდე გამოსულ ფილმებს შორის 2022 წლის საუკეთესოთა სია გამოაქვეყნა და მათ შორის ქართველი რეჟისორის სალომე ჯაშის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი მოთვინიერება მოხვდა.
"ეს დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს მეტად უჩვეულო, მაგრამ თან მამხილებელ ამბავს ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის გეგმაზე, რომ ქვეყნის მასშტაბით ასობით ხე ამოთხაროს და თავის კერძო ბაღში გადარგოს", — აღნიშნულია სტატიაში ფილმის შესახებ.
იქვე მითითებულია სალომე ჯაშის ამ გახმაურებულ ფილმზე ცნობილი ბრიტანელი მწერლისა და კინოკრიტიკოსის პიტერ ბრედშოუს რეცენზია, რომელშიც ვკითხულობთ:
"იმ შორეული სოფლებიდან მოშორებით, საიდანაც ხეები მიიტაცეს, რასაც ზოგჯერ სიბნელეშიც კი აკეთებდნენ (ალბათ, იმათი მასობრივი პროტესტის ასარიდებლად, ვინც ხეები გაყიდეს და შემდეგ სინდისმა შეაწუხათ), ვხედავთ ოლიგარქის მიერ გაშენებულ უცნაურ კერძო ბაღს თავისი ხეებითა და გაკრეჭილი გაზონებით. რეალურად, მთელი ქვეყანა ბაღია, რომლის დაპყრობაც მან სცადა კერძო საკუთრების მოთვინიერებულ სტერილურობამდე დაყვანით".
აღსანიშნავია, რომ The Guardian-ის ამავე სიაში დასახელდა ისეთი გავლენიანი კინორეჟისორების ცნობილი ფილმები, როგორებიცაა პედრო ალმოდოვარის პარალელური დედები, პოლ თომას ანდერსონის ძირტკბილას პიცა და გილერმო დელ ტოროს კოშმარების ხეივანი.
შეგახსენებთ, რომ რეჟისორმა სალომე ჯაშმა 28 აპრილს გაავრცელა განცხადება, რომ კინოაკადემიამ მისი დოკუმენტური ფილმის მოთვინიერების სეანსები გააუქმა. ჯაშის ინფორმაციით, კინოაკადემიის დირექტორმა სეანსების გაუქმების მიზეზად განმარტა, რომ მათთვის მიუღებელია აჩვენონ "ნაწარმოები, რომელიც აზრთა სხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს".
კინოაკადემიის ხელმძღვანელმა, მინდია ესაძემ რადიო თავისუფლებასთან თქვა, რომ კინოჩვენებების გაუქმების მიზეზი ფილმის შინაარსია.
საქართველოს კინოაკადემიის ხსენებული გადაწყვეტილების შემდეგ, მოთვინიერების ჩვენება ალტერნატიულ სივრცეებში გაგრძელდა.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე ჯაში ევროპული კინოაკადემიის წევრი გახდა.
სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის მსოფლიო პრემიერა 31 იანვარს სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ასევე, სურათი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის სექციაში ფორუმი 17 ფილმს შორის მოხვდა. ფილმი ნომინირებული იყო ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე. ფილმი მოთვინიერება კიევის ყოველწლიური კინოფესტივალის International Human Rights Documentary Film Festival Docudays UA საერთაშორისო სექციის DOCU/WORLD გამარჯვებული გახდა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები