როგორ "აძლიერებს" განათლების სამინისტრო სკოლებში საქართველოს ისტორიის სწავლებას
სკოლებში X-XII კლასებისთვის საქართველოს ისტორია და ისტორია ცალ-ცალკე საგნად გაიწერა. ინფორმაციას ამაზე განათლების სამინისტრო ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: საქართველოს განათლების სისტემა და კონკრეტულად ისტორიის სწავლების მეთოდები არაერთხელ გამხდარა ექსპერტების კრიტიკის ობიექტი.
- სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ ისტორიის სწავლების ის მეთოდი, რაც დანერგილია სკოლებში, მოსწავლეებს სიღრმისეულ განათლებას ვერ აძლევს.
დეტალები: სამინისტროში ამბობენ, რომ საქართველოს ისტორიის სწავლებისას აქცენტი ქართული ისტორიოგრაფიის აქტუალური პრობლემების კვლევასა და სიღრმისეულ გააზრებაზე გაკეთდება.
- მათივე ცნობით, ისტორიის საგნის სწავლება მთავარ მიზნად მსოფლიო ისტორიული მოვლენების/პროცესების შესწავლასა და მათთან საქართველოს ისტორიის საკითხების დაკავშირებას ისახავს.
როდის დაინერგება ახალი მეთოდი: უწყების ცნობით, გრიფირების პროცესი უკვე დაწყებულია და წარმოდგენილია 5 გამომცემლობის სახელმძღვანელო საქართველოს ისტორიის საგანში.
- რეცენზენტების ჯგუფის მიერ ამ სახელმძღვანელოების შეფასების პროცესი ივლისის ბოლომდე დასრულდება და 2022-2023 სასწავლო წლიდან X კლასის მოსწავლეებს საქართველოს ისტორიის ახალი სახელმძღვანელო ექნებათ.
კონტექსტი: გასულ წელს დღის წესრიგში დადგა მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოები, სადაც უახლესი ისტორიის საკითხები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფია, ტენდენციურად, პოლიტიკურად მოტივირებულად იყო აღწერილი.
- კრიტიკაზე სამინიტრომ თქვა, რომ წიგნებში ისტორიული პროცესები აღწერილია გამართულად, კომპეტენტურად და მრავალმხრივად, ისტორიის ახალი სახელმძღვანელოები კი სწორედ ამ სამინისტროს მიერ იქნება არჩეული.
- ამას გარდა, პროცესზე პასუხისმგებელია იმ მინისტრის უწყება, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი ექვთიმე თაყაიშვილს შეადარა.
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
კომენტარები