ბადრი ჯაფარიძე

17 Jun. 2022, 16:15

ნათელი გახდა, რომ ქართულმა ოცნებამ მოახერხა, ქვეყანა გამორთულიყო ტრიოდან. უკრაინა და მოლდოვა იღებენ კანდიდატის სტატუსს, საქართველო ვერ იღებს ამ სტატუსს, იმის გამო, რომ ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა სწორედ ამ მიზნით, რომ საქართველო დარჩენილიყო კანდიდატის სტატუსის მიღმა. [...]

პასუხისმგებლიანი მთავრობა აქამდე ქვეყანას არ მიიყვანდა, სადამდეც მიიყვანეს, რომ ლიდერიდან გავხდით მაჩანჩალა და აუტსაიდერი. ამიტომ ასეთი მთავრობა არასდროს გადადგამს იმ ნაბიჯს, რომელსაც უნდა დგამდეს მთავრობა, როდესაც ასეთი დიდი მარცხი ვიწვნიეთ. ეს არის მარცხი, ჩვენ გავხდით აუტსაიდერი, შესაბამისად ჩვენ, საზოგადოებამ უნდა დავსახოთ გეგმა პირველ რიგში იმისათვის, რომ მსოფლიოს და ევროპას ვაჩვენოთ, რომ ვართ ცივილიზებული ერი, გაერთიანებული ევროინტეგრაციის იდეის ირგვლივ, უნდა ვაჩვენოთ ეს 20 ივნისს და 24-ის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, უნდა ვიმოქმედოთ შესაბამისად.

ამბობს ლელოს ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე. დღეს ევროკომისიამ საქართველოსთვის არა სტატუსის, არამედ ევროპული პერსპექტივის მინიჭების რეკომენდაცია გასცა და ის მოთხოვნები ჩამოთვალა, რომელიც ქვეყანამ კანდიდატობის მიღებამდე უნდა შეასრულოს, მათ შორის, ერთ-ერთია "დეოლიგარქიზაციის" განხორციელება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  2. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  3. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  4. ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
  5. რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები

გირჩევთ

ახლა კითხულობენ