პრეზიდენტი 10 ქვეყნის ლიდერს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მხარდაჭერას სთხოვს
სალომე ზურაბიშვლი პოლონეთის, ხორვატიის, ბელგიის, გერმანიის, დანიის, საფრანგეთის, ირლანდიის, შვედეთის, ნიდერლანდებისა და იტალიის ლიდერებს მიმართავს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის, საქართველო ერთადერთია, რომელმაც ევროკავშირის კანდიდატის წევრობის სტატუსზე ევროკომისიისგან რეკომენდაცია ვერ მიიღო.
- კომისიამ ქვეყნისთვის მხოლოდ ევროპული პერსპექტივის მინიჭების რეკომენდაცია გასცა და ის მოთხოვნები ჩამოთვალა, რომელიც კანდიდატობის მიღებამდე უნდა შესრულდეს.
- არსებობს მოლოდინი, რომ 24 ივნისს საბოლოო გადაწყვეტილებაზე ევროპარლამენტის რეზოლუცია და ევროკომისიის რეკომენდაცია აისახება.
- პრეზიდენტმა აქამდე უკვე ისაუბრა, რომ პარტნიორი ქვეყნების ლიდერებს მიმართავდა, რათა მხარი დაეჭირათ ევროინტეგრაციის გზაზე.
პოლონეთის პრეზიდენტს ზურაბიშვილი მიმართავს, რომ ორივე ქვეყანას აქვს საერთო წარსული — ოკუპაციის, ევროპული ოჯახიდან მოწყვეტის.
- "იმედი გვაქვს პოლონეთის მხარდაჭერის, სოლიდარობის, რათა მხარი დაუჭიროს ჩვენს გზას ევროპისკენ".
ხორვატიის პრეზიდენტთან მიმართვისას აღნიშნავს, რომ ქვეყანამ, რომელმაც ბოლო დროს აიღო გზა ევროკავშირში ინტეგრაციისკენ, უკეთ იცის ამ ინტეგრაციის ფასი და ღირებულება.
- "ჩვენ ველოდებით ისტორიულ და ეგზისტენციალურ გადაწყვეტილებას".
ბელგიის პრემიერმინისტრს სთხოვს მხარდაჭერას ამ მნიშვნელოვან და ისტორიულ ეტაპზე.
გერმანიის პრეზიდენტისადმი მიმართვაში საუბრობს, რომ გერმანიამ იცის, რომ კედლები ევროპელებს არ უნდა ჰყოფდეს ერთმანეთან.
- "ჩვენ როგორც საქართველოს ერთ-ერთი უძველესი პარტნიორი და მეგობარი, დღეს თქვენი იმედი გვაქვს, რომ ამ გადამწყვეტ მომენტში დაეხმარებით საქართველოს გზაზე".
დანიის პრემიერმინისტრთან მიმართვისას აღნიშნავს, რომ ევროპული მომავალი ქართველი ხალხის ნებაა.
საფრანგეთის პრეზიდენტს მიმართავს, რომ საქართველოს არასოდეს შეუწყვეტია წინსვლა დემოკრატიისა და ევროპისკენ მიმავალ გზაზე.
ირლანდიის პრეზიდენტს მიმართავს, რომ აფასებს ირლანდიელი ხალხის მხარდაჭერას
- "ვიცით, რომ მხარს გვიჭერთ".
შვედეთის პრემიერმინისტრს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა.
- "ჩვენი დრო დადგა ამ ოჯახის რეინტეგრაციისა".
ნიდერლანდების პრემიერმინისტრთან აღნიშნავს, რომ საქართველო იბრძვის იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად აქცევს.
იტალიის პრეზიდენტთან მიმართვისას კი აღნიშნავს, რომ იტალია საქართველოს გვერდით იდგება.
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
კომენტარები