24-ში, 20:00 საათზე, ყველა პარლამენტთან — სამოქალაქო საზოგადოების გზავნილი
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ აქტივისტებმა, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს და საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მიუწოდეს. აღნიშნეს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე უკან დახევა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და ხვალ შეიკრიბებიან, რათა მოთხოვნები გააჟღერონ და გეგმებზე ისაუბრონ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილია: კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას, საქართველოს — არა.
- ჩვენ მხოლოდ ევროპული მომავლის პერსპექტივა მივიღეთ და პირობა, რომ რეკომენდაციების შესრულების შემდეგ სტატუსიც იქნება.
რას ამბობს სამოქალაქო საზოგადოება: მათი თქმით, 20 ივნისის ხალხმა შეძლო ყველანაირ განსხვავებაზე უარის თქმა და ერთად დგომა ევროპული მომავლისთვის. ეს სულისკვეთება გაგრძელდება ხვალაც, ამიტომ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ყველას ერთობისკენ.
- რატი ამაღლობელი: "გელოდებით ხვალ, 20:00 საათზე რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ, რათა გადავდგათ ნაბიჯი ევროპისკენ, ჩვენი მომავლისკენ. გადავდგათ ის 12 ლოდი შეფერხებისა, რომელიც დაგვიდო ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ".
- ვახო სანაია: "მე დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ჩვენ ყველა წინაღობას დავძლევთ და ჩვენს ევროპულ გზას გავარძელებთ. ამისთვის აუცილებელია ხვალ, 24 ივნისს კიდევ ერთხელ, 20:00 საათზე შევიკრიბოთ და ვიყოთ ისევე მრავალრიცხოვანი, როგორც იყო 20 ივნისს".
- გიორგი ქადაგიძე: "ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა ვანახოთ, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს წინ ვერაფერი ვერ დაუდგება. დღეს არის უპრეცენდენტო ერთიანობის დრო".
- გიორგი მშვენიერაძე: "თითოეულ მოქალაქეს, ჩემს სტუდენტებს, მეგობრებს, კოლეგებს, ყველა ადამიანს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ევროკავშირში საქართველოს მომდევნო ინტეგრაცია, მოგიწოდებთ იყოთ ჩვენთან ერთად".
ხაზს უსვამენ, რომ ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა ქვეყნის დემოკრატიული წინსვლისთვის და პირიქით, ყველაფერი გააკეთა უკუსვლისთვის. მათივე თქმით, პარლამენტში პრემიერის ბოლო მოხსენება და რიტორიკაც ევროინტეგრაციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იყო.
- ნინო დოლიძე: "მას შემდეგ, როდესაც ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი სტატუსთან დაკავშირებით, ვნახეთ დაჩქარებული წესით უკუსვლა, როგორც დემოკრატიის, ასევე ყველა სხვა მიმართულებით. მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლება ყველგან უნდა ყოფილიყო, ყველა ევროპულ დედაქალაქში და ყველაფერი ეკეთებინა, რაც მის ხელთ იყო და არ იყო, ვნახეთ ყველაფერი საპირისპირო იმისათვის, რომ ფაქტობრივად დღეს არ მიგვეღო ჩვენ სტატუსი"
- შოთა დიღმელაშვილი: "22 ივნისის პრემიერს ანგარიში იყო მიზანმიმართული დივერსია საქართველოსი, რომ ვერ მოეხერხებინა ევროპის კარის შეღება. თუმცაღა ჩვენი ევროპელი პარტნიორები გაგებით ეკიდებიან ამ პატარა წაბორძიკებას ჩვენ ევროპულ გზაზე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ამ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა".
კონტექსტი: 20 ივნისს, სიმბოლურ დღეს, სიმბოლურ ადგილას 100 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა და როგორც მთავრობას, ასევე, მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ ევროპას ირჩევს.
- მოქალაქეებმა გაავრცელეს მანიფესტი და პირობა დადეს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტისა და დასავლური კურსის დასაცავად იბროლებენ.
- მანიფესტის მოწოდებაა, შეიქმნას სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო სამოქალაქო საზოგადოების ხმათა უმრავლესობით, რომელიც გააერთიანებს ყველას და მასში შემავალი ჯგუფების კონსენსუსით, ახალი სახალხო მოძრაობა წამოაყენებს მოთხოვნებს ხელისუფლების წინაშე.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები