რუსეთის დანაკარგი ომის დაწყებიდან 121-ე დღეს — სრულად
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა რუსული არმიის დანაკარგები განაახლა. უწყების განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით, 34 530 რუსი მებრძოლი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინა ინფორმაციის ერთადერთი წყაროა, რადგან რუსეთი დანაკარგებს მალავს. მათ არ უთქვამთ ოფიციალური მონაცემები 25 მარტის შემდეგ, როდესაც განაცხადეს, რომ დაღუპულია 1 351 ჯარისკაცი და ოფიცერი.
- ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინაში ყოველდღიურად 300-მდე რუსი სამხედრო იღუპება.
რიცხვებში: უკრაინული მხარის ინფორმაციით, ამ დროისთვის განადგურებულია 1 507 რუსული ტანკი, 759 საარტილერიო და 99 საზენიტო საბრძოლო სისტემა. გარდა ამისა:
- 216 თვითმფრინავი;
- 183 ვერტმფრენი;
- 14 გემი, ნავი;
- 2 553 საავტომობილო ტექნიკა.
რა დანაკარგები აქვს უკრაინას: შესაბამისი უწყებები ყოველდღიურ რეჟიმში არ აქვეყნებენ საკუთარ დანაკარგებს, რასაც სტრატეგიულ მიზნებით ხსნიან. ბოლო მონაცემები 11 ივნისს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლმა გაავრცელა.
- ალექსეი არესტოვიჩის თქმით, რუსეთის შეჭრის დღიდან 10 000 ჯარისკაცი დაკარგეს.
- რადას ფრაქციის ხელმძღვანელი, დავით არახამია კი ამბობს, რომ ყოველდღიურად დონბასში 1 000-მდე უკრაინელი მებრძოლი შავდება, 200-დან 500-მდე კი იღუპება.
მანამდე, პირველ ივლისს, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობდა, რომ დღიური დანაკარგები 60-დან 100-მდე ჯარისკაცია.
ფართო სურათში: დონბასში, დაძაბული ბრძოლებია. ბოლო 2 კვირაში დაღუპულთა რიცხვის ზრდა, შესაძლოა, სწორედ ამას და სამხედრო ტექნიკის სიმცირეს უკავშირდებოდეს.
- არახამიას ინფორმაციით, ბრძოლებისთვის ახლა მილიონამდე ადამიანი ყავთ მობილიზებული და კიდევ 2 მილიონის მობილიზება შეუძლიათ, თუმცა საჭირო იარაღი არ აქვთ.
- უკრაინა რამდენიმე კვირაა აქტიურად ითხოვს ტექნიკას, შედეგად, ბოლო დღეებში რამდენიმე ქვეყნისგან დამატებითი დახმარება მიიღეს.
- გარდა ამისა, აშშ-მ უკრაინის უსაფრთხოების ახალი პაკეტი შეიმუშავა.
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში.
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
კომენტარები