მთავრობა ქერისა და ხორბლის ექსპორტს 1 წლით კრძალავს — რატომ
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, გადაწყვეტილება 4 ივლისიდან ამოქმედდება.
რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინიდან ხორბლის ექსპორტის პრობლემა შეიქმნა. ვინაიდან, უკრაინა და რუსეთი ხორბლის მნიშვნელოვანი მიმწოდებლები არიან, არის დეფიციტის საფრთხე.
- იმის გამო, რომ რუსეთს უკრაინის პორტები აქვს ბლოკირებული მილიონობით ტონა ხორბალი ქვეყნიდან ვერ გადის.
რა მიზეზი აქვს სამინისტროს: უწყების განცხადებით, რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, ადგილობრივი წარმოების ხორბლის და ქერის რეალიზაცია მხოლოდ შიდა ბაზარზე განხორციელდეს.
- მათივე თქმით, საქართველო სრულად დამოკიდებულია ხორბლის იმპორტზე (ყოველწლიურად 500 ათასი ტონა) და მცირე წარმოების გამო ექსპორტს ვერ ახორციელებდა, მაგრამ ამ სიტუაციაში, მოსალოდნელი იყო, რომ ქვეყნიდან გარკვეული რაოდენობის ხორბალი ექსპორტზე გავიდოდა.
- რაც შეეხება ქერს, მისი ექსპორტი ერაყსა და ირანში ხორციელდება — მინისტრის განმარტებით, ქერი მეცხოველეობის, მეფრინველეობისა და მეღორეობის დარგში მნიშნველოვანი საკვები რესურსია, ამიტომ ამ ეტაპზე, მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე უნდა იყოს რეალიზებული.
დეტალები: უწყებაბაში განმარტავენ, რომ ქერის საპროგნოზო მოსავალი 60 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობს. დღეის მდგომარეობით, 2,5 ათას ტონაზე მეტი უკვე ექსპორტირებულია.
- მინისტრი ამბობს, რომ სამინისტრომ ხორბლისა და ქერის მწარმოებლებთან არაერთი შეხვედრა გამართა და ისინი ამბობენ, რომ ადგილობრივი ბაზარი, ქვეყანაში წარმოებულ მოსავალს სრულად აითვისებს.
- მისივე თქმით, ამ ეტაპზე, შეზღუდვები არ ვრცელდება სიმინდის ექსპორტზე.
კონტექსტი: მსოფლიოს მოსახლეობის 35%-თვის ხორბალი მთავარი საკვებია. რუსეთი მსოფლიოში ხორბლის ყველაზე დიდი ექსპორტიორია, ხოლო უკრაინა — სიდიდით მეხუთე.
- ომამდე ორივე ქვეყანა მსოფლიოს ქერის მარაგის 19%-ს, ხორბლის 14%-ს და სიმინდის 4%-ს აწვდიდა.
- ეს მსოფლიოში მარცვლეულის ექსპორტის ერთ მესამედზე მეტია.
სტრიქონებს შორის: იანვარ-მაისში რუსეთიდან საქართველოში ნახევარი მილიარდის იმპორტული საქონელი შემოვიდა. ამ პერიოდში ყველაზე მეტი ნავთობი და ნავთობის აირები ვიყიდეთ — $124,3 მილიონი.
- იმავე პერიოდში საიმპორტი ხუთეულში იყო ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი — $22,4 მილიონი;
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები