შსს მოუწოდებს ჰომოფობებს, არ გასცდნენ კანონით დასაშვებ უფლებას და ამბობს, რომ დარღვევებს დაუყოვნებლივ აღკვეთენ
უწყების განცხადებით, "კიდევ ერთხელ გმობენ ნებისმიერი სახის ძალადობას" და რუსთაველზე მყოფებს მოუწოდებენ, დაიცვან კანონი. მათივე თქმით, სამართალდარღვევებს მოყვება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება.
რატომ არის მნიშვნელოვანი: პარლამენტის წინ ისევ შეიკრიბენ პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფები, რომლებმაც მანამდე ძალადობა დააანონსეს და ცდილობენ, თბილისი პრაიდის ჩატარებას ხელი შეუშალონ.
- შეგახსენებთ, რომ 2021 წელს პოლიციამ რუსთაველის გამზირზე, სადაც ღირსების მარში იყო დაგეგმილი, შეკრებილი მოქალაქეები სათანადოდ ვერ დაიცვა.
- სწორედ ამ ჯგუფებმა დააორგანიზეს ძალადობა და დაარბიეს აქტივისტების ოფისები, ფიზიკურად გაუსწორდნენ 50-ზე მეტ ჟურნალისტზე — 5 ივლისს ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
შსს-ს განცხადებით, მათი თანამშრომლები თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან და "საპროტესტო აქციებთან" დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს, ასევე "ყველა მოქალაქის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას".
-
უწყებაში ამბობენ, რომ პრაიდფესტივალის უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, აგრძელებენ კომუნიკაციას ორგანიზატორებთან, ასევე, გამოხატვის თავისუფლების დაცვის უზრუნველსაყოფად, ტარდება პრევენციული ღონისძიებები.
დეტალები: უწყება მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს, კოორდინაციაში იყვნენ მათი სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლებთან და "უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს".
- მათივე თქმით, თავშეყრის ადგილებზე "მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით", მობილიზებულები იქნებიან და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას დაიცავენ.
გარდა ამისა, შსს საუბრობს გუშინ მოძალადე ჯგუფების ლიდერების დაკავებაზეც. მათი თქმით, ჰომოფობებმა სცადეს ფესტივალის ადგილზე მისასვლელი გზების პარალიზება და მოწოდების მიუხედავად არ დაემორჩილენ პოლიციელთა მოთხოვნას.
- "პოლიციამ აქციის მონაწილეებს, ასევე მიუთითა პროტესტი განეგრძოთ ისეთ ადგილზე, სადაც ხელს არ შეუშლიდნენ და არ დაარღვევდნენ სხვა მოქალაქეთა უფლებებს".
- უწყება ამბობს, რომ მათ სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა, რის შედეგადაც 26 პირი დააკავეს.
დაკავებული არიან ძალადობრივი ჯგუფის ლიდერები და ალტ-ინფოს წევრები ზურაბ მახარაძე და ირაკლი მარტინენკო. ასევე, მამა-შვილი ფალავანდიშვილები და ბექა ვარდოსანიძე.
- უწყება მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
- მათი დაკავების შემდეგ ალტ-ინფოში ქართულ ოცნებასაც დაემუქრნენ და განაცხადეს, რომ "დროშებზე გააკრავენ".
თბილისი პრაიდის დაკსვნითი ღონისძიება,. პრაიდფესტივალი დღეს იმართება. აქამდე ჩატარდა კინოჩვენება და რეგიონალური ლგბტ კონფერენცია.
- მიუხედავად იმისა, რომ წელს ღირსების მარში არ იმართება და ფესტივალი დახურულ სივრცეშია, ჰომოფობები მაინც ცდილობენ მოქალაქეების გამოხტვის თავისუფლება შეზღუდონ და პრაიდფესტივალს უპირისპირდებიან.
- გაიგეთ მეტი პრაიდის კვირეულზე აქ.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები