რუსეთმა მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტზე შეთანხმება რამდენიმე საათში დაარღვია — რა ხდება
დაბომბვაზე ინფორმაცია ადგილობრივ მედიებში გავრცელდა და უწყებებმა დაადასტურეს. კადრებში ჩანს კვამლი და ხანძარი, რომელიც პორტში გაჩნდა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთმა მერე დღესვე დაარღვია უკრაინის, თურქეთისა და გაეროსთვის მიცემული პირობა, რომ უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხოდ გადატანა შესაძლებელი იქნებოდა.
- დოკუმენტში, რომელსაც 4-მა მხარემ მოაწერა ხელი ხაზგასმული იყო, რომ არც ერთი სამხედრო ხომალდი, თვითმფრინავი, უპილოტო საფრენი აპარატი არ შეიძლება მიუახლოვდეს საზღვაო ჰუმანიტარულ დერეფანს შეთანხმებულ მანძილზე უფრო ახლოს.
დეტალები: აგრარული პოლიტიკის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის თავდასხმის დროს ოდესის პორტში მარცვლეულის გასაგზავნად ემზადებოდნენ.
- საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა განაცხადა, რომ რუსებმა ზუსტად იქ დაარტყეს, სადაც მარცვალი იყო.
- პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა,რომ ეს არის რუსული დიპლომატიური დიქოტომია.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსული სარაკეტო თავდასხმა ოდესის პორტზე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს შეთანხმებას.
- უწყების პრესსპიკერმა მოუწოდა გაერო-ს და თურქეთს, უზრუნველყონ რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
- "რუსული რაკეტა არის ვლადიმერ პუტინის ფურთხი გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშისა და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიმართ, რომლებმაც დიდი ძალისხმევა ჩადეს შეთანხმების მისაღწევად და რისთვისაც უკრაინა მადლიერია".
- "თუ მიღწეული შეთანხმებები არ შესრულდება, რუსეთი ეკისრება სრულ პასუხისმგებლობას გლობალური სასურსათო კრიზისის გაღრმავებაზე".
შეთანხმებას 22 ივლისს რუსმა და უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა დოლმაბაჰჩეს სასახლეში მოაწერეს ხელი, თუმცა ისე, რომ ერთ მაგიდასთან ყოფნა აირიდეს.
- დოუმენტს ჯერ თურქეთის, გაეროს და უკრაინის წარმომადგენლებმა, კერძოდ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა მოაწერეს ხელი;
- შემდეგ თურქეთის, გაეროს და რუსეთის წარმომადგენელმა — თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ.
დოკუმენტის მიხედვით, სტამბულში, გაეროს ეგიდით, შეიქმნება ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი (JCC), რომელშიც შევლენ ხსენებული მხარეები და უზრუნველყოფენ ინიციატივის შესრულების ზოგად ზედამხედველობას.
- ამ ინიციატივაში მონაწილე ყველა სავაჭრო გემი ექვემდებარება ინსპექტირებას თურქეთის მიერ დანიშნულ ნავსადგურებში, თურქეთის სრუტის შესასვლელ/გასასვლელში.
- ხოლო უკრაინის ტერიტორიულ წყლებში ყველა აქტივობა უკრაინის უფლებამოსილებით განხორციელდება.
- შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ოდესის, ჩერნომორსკის და იუჟნის პორტების კონტროლი მთლიანად უკრაინულ მხარეს რჩება.
- ხელშეკრულება ძალაში იქნება ხელმოწერიდან 120 დღის განმავლობაში და ავტომატურად განახლდება, თუ არცერთი მხარე არ მიუთითებს, რომ სურს მისი შეწყვეტა.
არქივიდან: მარცვლეულის ექსპორტის საკითხზე რუსეთი თავიდანე ულტიმატუმით საუბრობდა.
- მაგალითად, რამდენიმე დღის წინ პუტინმა განაცხადა, რომ საკითხი იმგვარად იყო შეფუთული, რომ პარალელურად მოიხსნებოდა ყველა შეზღუდვა, რომელიც რუსული მარცვლეულის საჰაერო გზით გადატანაზეა დაწესებული.
- თუმცა, უკრაინსკა პრავდა წერს, რომ დოკუმენტი არ ითვალისწინებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას და ასევე არა ერთი რუსული ხომალდი არ უნდა გაყვეს უკრაინულ გემებს.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები