გოგაშვილის თქმით, "მარიონეტული მთავრობის ხელის ბიჭები" მისი ოჯახის წინააღმდეგ პროვოკაციებს გეგმავენ
პატიმრობაში მყოფი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი ამის შესახებ Facebook-ზე წერს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე გოგაშვილმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თვითმმართველობის არჩევნების დროს გაყალბების მტკიცებულებებზე ისაუბრა, დაკავების შემდეგ კი ხელისუფლების სავარაუდო დანაშაულებებზე საუბრობს.
- 21 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაასაჯაროეს 53-გვერდიანი ანგარიში, რომელიც გოგაშვილის მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მოამზადეს. ფაილების ავთენტურობა ჯერ არ დადასტურებულა.
- 26 ივლისს გოგაშვილმა ვრცელი წერილი გაავრცელა და შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მიმართა. ის წერდა, რომ გომელაურმა შვილის საქმრო ეთნიკურობის გამო გაატაცებინა და აწამებინა.
- ისაუბრა იმაზეც, რომ მუხთარლი ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს, ხოლო ხვედელიძე ივანიშვილის დავალებით, ტელეფონზე გინების გამო სცემეს.
გოგაშვილი მიმართავს არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, სახალხო დამცველსა და საელჩოებს, დაიცვან მისი ოჯახის უფლებები.
- "როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის დიქტატურის დამყარება ჩემი ოჯახიდან დაიწყო, მარიონეტული მთავრობის ხელის ბიჭები გეგმავენ ჩემი შვილების, ოჯახის და ახლობლების წინააღმდეგ ბინძურ პროვოკაციებს".
ადვოკატმა დღეს, 27 ივლისს თქვა, რომ გოგაშვილის საქმეს გრიფით საიდუმლო დაედო.
- როგორც ის აღნიშნავს, ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
- "ვფიქრობ ის დარღვევები რომ არ გამოჩენილიყო სააშკარაოზე, რომელიც არსებობს სოსო გოგაშვილის დაკავებასა და წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით, სწორედ ამიტომ მოხდა საქმის სრულად გრიფირება".
არქივიდან: გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს, მას ბრალდება სამი მუხლით აქვს წაყენებული. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლებით.
- გოგაშვილი აცხადებს, რომ დაკავება წესების დაცვით არ მომხდარა, განჩინება მხოლოდ ჩხრეკაზე იყო გაცემული და ის ძალადობრივი მეთოდებით დააკავეს. დაცვის მხარე ამბობს იმასაც, რომ მას იარაღი ჩაუდეს.
- პირველი სასამართლო პროცესი, რომელიც ბრალდების მხარის მოთხოვნით დაიხურა 18 ივლისს ჩატარდა და მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები