არმი ჰამერის გახმაურებულ ბრალდებებზე ფილმი გადაიღეს — ნახეთ ტრეილერი
ცნობილი ამერიკელი მსახიობის არმი ჰამერისა და მისი ოჯახის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღეს. ნამუშევარში, სახელწოდებით House of Hammer, მოთხრობილია არა მხოლოდ მსახიობის ბოლოდროინდელი სკანდალები, არამედ მისი ოჯახის სხვა წევრების გასაიდუმლოებული ამბებიც.
ჰამერი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჰოლივუდის ამომავალ ვარსკვლავადაც მიიჩნეოდა, მალევე გახდა კრიტიკის ობიექტი და საყოველთაო აღშფოთების მიზეზი. საქმე ისაა, რომ გასული წლის დასაწყისში გავრცელდა "სქრინშოთები", სადაც იგი აღნიშნავდა, რომ "100%-ით კანიბალია". მსახიობი ასევე საუბრობდა ისეთ თემებზე, როგორიცაა კანიბალიზმი, სისხლის დალევა, უხეში სექსისა და გაუპატიურების ფანტაზიები. მისი კანიბალისტური მიდრეკილება გაიხსენეს ყოფილმა პარტნიორებმაც, თუმცა, თავად ჰამერმა ყველაფერი უარყო.
House of Hammer-ის დიდი ნაწილი სწორედ ამ ბრალდებების განხილვას დაეთმობა. დოკუმენტური ფილმის ტრეილერი ცოტა ხნის წინ გავრცელდა და მასში გაჟღერებულმა ინფორმაციამ უკვე გამოიწვია მწვავე ინტერნეტგანხილვები.
"არმი ჰამერის ბრალდებები მხოლოდ აისბერგის წვერია", — წერს ფილმის გამომშვები კომპანია Discovery+, — "საარქივო მასალებისა და გადარჩენილების თუ ოჯახის წევრების ინტერვიუების მეშვეობით ჰამერების ოჯახის შავ-ბნელი საიდუმლოებები გამოაშკარავდება".
გაფრთხილება: ვიდეო შეიცავს გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის გრაფიკულ აღწერას.
ტრეილერში რამდენიმე ცნობილი ადამიანიც გამოჩნდა, რომლებმაც არმი ჰამერი დაადანაშაულეს. ერთ-ერთი მათგანი მხატვარი ჯულია მორისონია. მორისონმა გაასაჯაროვა ჰამერის მისთვის მიწერილი წერილი ინსტაგრამზე. მსახიობი მას ღიად უზიარებს გაუპატიურებაზე ფანტაზიას.
ჯულიას თქმით, მესიჯის მნიშვნელობას ბოლომდე დღესაც ვერ ხვდება, თუმცა, ჰამერის განზრახვები კიდევ უფრო ცხადი მაშინ გახდა, როცა მისგან ხმოვანი შეტყობინება მიიღო. ჩანაწერში ისმის, როგორ საუბრობს, სავარაუდოდ, მსახიობი, უხეში სექსის სურვილზე მხატვართან.
კიდევ ერთი ქალი, რომელიც დოკუმენტური ფილმის ტრეილერში ჩნდება და არმი ჰამერს ადანაშაულებს, კორტნი ვუჩეკოვიჩია. მსახიობმა მას ფოტოც კი გაუგზავნა ნივთისა, რომლის გამოყენებაც სექსუალური კავშირის დასამყარებლად სურდა.
სრული ისტორიების გაგებას და ფილმის ნახვას მაყურებელი შემოდგომაზე შეძლებს; House of Hammer 2 სექტემბერს გამოვა.
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
კომენტარები