უკრაინის შს მინისტრის თქმით, ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე კონტროლი არ აქვთ და ნებისმიერი სცენარისთვის ემზადებიან
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, დენის მონასტირსკი აცხადებს, რომ ელექტროსადგური ახლა არა მხოლოდ ოკუპანტების, არამედ უცოდინარი სპეციალისტების ხელშია, როლებსაც შეუძლიათ ტრაგედია დაუშვან.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ატომური ელექტროსადგური რუსებმა გუშინ დაბომბეს.
- მანამდე ელექტროსადგური 8 აგვისტოს დაიბომბა.
- მაშინ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ მარიანო გროსიმ განაცხადა, რომ თავდასხმა ბირთვული კატასტროფის რეალურ რისკზე მიანიშნებს.
დეტალები: მინისტრი ამბობს, რომ უკრინულ სპეციალისტებს, რომლებიც ელექტროსადგურის ტერიტორიაზე იმყოფებიან, საჭირო ადგილას არ უშვებენ.
- "მოგეხსენებათ, დღეს სადგურის ტერიტორიაზე იმყოფება რუსეთის ფედერაციის სამხედრო ტექნიკა და ეს ყველაფერი საფრთხის უმაღლეს დონეზეა შეფასებული".
- მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მთავრობამ უკვე მიმართა IAEA-ს, რათა ორგანიზაციამ უზრუნველყოს სათანადო კონტროლი ატომურ ელექტროსადგურზე.
- "შეგახსენებთ, რომ ეს არის ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური, რომელიც მოიცავს ექვს ელექტროსადგურს. ძნელი წარმოსადგენია რა მასშტაბის ტრაგედია შეიძლება მოხდეს თუ რუსები იქ დარჩენას განაგრძობენ".
- მინისტრის თქმით, შსს საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურთან და რეგიონის ადმინისტრაციასთან ერთად განიხილავს სხვადასხვა სცენარს, მათ შორის მიმდებარე დასახლებების მოსახლეობის ევაკუაციას.
ანტონიო გუტიერეში აცხადებს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ესაჭიროება სადგურზე წვდომა.
- "ნებისმიერი თავდასხმა ატომურ სადგურზე არის თვითმკვლელობა", — თქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
- "ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს IAEA-ის ყველა ძალისხმევას ქარხნის სტაბილიზაციის პირობების შექმნასთან დაკავშირებით."
არქივიდან: რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ბირთვული რეაქტორის კომპლექსი მარტის დასაწყისში აიღეს, თუმცა მას კვლავ უკრაინელი ტექნიკოსები მართავენ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები