მაკრონის ოფისი აცხადებს, რომ პუტინი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ექსპერტთა მისიის გაგზავნას დათანხმდა

ფოტო: DW
როგორც ადმინისტრაციის მიერ ჟურნალისტებისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, საფრანგეთის პრეზიდენტი რუს კოლეგას ესაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროპაში ყველაზე დიდი ატომურ ელექტროსადგურს მარტის დასაწყისიდან ოკუპანტები აკონტროლებენ, თუმცა მას კვლავ უკრაინელი ტექნიკოსები მართავენ. ობიექტი არაერთხელ დაიბომბა, რაც საფრთხეს კიდევ უფრო ზრდის.
- უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს "ბირთვულ შანტაჟში" ადანაშაულებს ელექტროსადგურში დაძაბულობის გამო.
- ოფიციალური კიევის თქმით, რუსეთმა კომპლექსში 500-მდე ჯარისკაცი განათავსა, რომლებიც მას ფარად იყენებენ უკრაინის ქალაქებზე თავდასხმების განსახორციელებლად.
დეტალები: მათივე განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტმა რუს კოლეგას განუცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული უსაფრთხოების რისკებით შეშფოთებულია
- ოფისის ცნობით, მაკრონი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებებს უახლოეს დღეებში გააგრძელებენ.
გაერომ 11 აგვისტოს მხარეებს მოუწოდა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან სამხედროები გაეყვანათ. თუმცა, გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა გაეროს უარყო.
- უკრაინის სამხედრო დაზვერვა თვლის, რომ რუსეთი ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე "პროვოკაციას" გეგმავს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები