რას ამბობს აზერბაიჯანი სომხეთის ქალაქების დაბომბვაზე
აზერბაიჯანი უარყოფს ბრალდებებს სომხური დასახლებების დაბომბვის შესახებ. თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ "კონტრზომები ადგილობრივი ხასიათისაა და მიმართულია ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ".
რატომ არის მნიშვნელოვანი: 2020 წლის 10 ნოემბერს, 40-დღიანი ომის შემდეგ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც სომხეთს აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების გადაცემა მოუწია, ხოლო ლაჩინში შეიქმნა დერეფანი, სადაც "რუსი სამშვიდობოები" განლაგდნენ.
- ამის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არაერთხელ დაირღვა და სხვადასხვა მონაცემით, მეორე ომის დასრულების შემდეგ, რამდენიმე ასეული ადამიანი დაიღუპა.
- 12 სექტემბერს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ცეცხლი გაუხსნა მთიან ყარაბაღის ორ დასახლებას — კარმირ შუკასა და თაღავარდს.
- თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებდა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები რამდენიმე დღეა აზერბაიჯანის პოზიციების მიმართულებით ისვრიან, რასაც სომხეთის უარყოფდა.
- საღამოს კი ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანი სომხეთის 3 ქალაქს ინტენსიურად ბომბავს.
აზერბაიჯანი სომხეთის მხრიდან პროვოკაციაზე და დეზინფორმაციაზე საუბრობს, დაბომბვაზე გავრცელებულ ინფორმაციას კი სისულელეს უწოდებს.
- თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიულმა ჯგუფებმა სიბნელეში, მთიანი რელიეფისა და ხეობების გამოყენებით, დანაღმეს ტერიტორიები აზერბაიჯანის პოზიციებსა და მომარაგების გზებს შორის.
- "ჩვენი ქვედანაყოფების მიერ ამ ქმედებების აღსაკვეთად გადაუდებელი ზომების შედეგად, მოხდა სამხედრო შეტაკება", — განაცხადეს სამინისტროში და დასძინეს, რომ სომხურ მხარეს პერსონალის დანაკარგები აქვს და სამხედრო ინფრასტრუქტურაც დაზიანდა.
- გარდა ამისა, ბაქო უარყოფს ინფორმაციას მათი თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ.
სომხეთი კი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა საარტილერიო საშუალებებიდან და მსხვილკალიბრიანი შაშხანებიდან ინტენსიური სროლა დაიწყეს სომხეთის პოზიციებზე გორის, სოტკისა და ჯერმუკის მიმართულებით.
- გარდა ამისა, რადიო თავისუფლების სომხური ბიურო წერს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მყოფი რამდენიმე თემის, მათ შორის სიუნიკის, ვაიოც ძორისა და გეღარქუნიკის რეგიონის მცხოვრებლები სროლისა და დაბომბვის შესახებ იტყობინებიან.
- გამოცემას სოფელ ვერინ შორჟას გამგებელმა განუცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიამ "ინტენსიური ცეცხლი გახსნა".
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება მსოფლიოში.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები