აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა სროლა გრძელდება — რა ვიცით
დღეს დილიდან სხვადასხვა წყარო ავრცელებდა ინფორმაციას, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მოგვიანებით, ეს რუსეთმა ოფიციალურად დაადასტურა, თუმცა ადგილობრივი მედიები წერენ, რომ სროლის ხმა ისევ ისმის.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 12 სექტემბერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ვითარება ისევ დაიძაბა. სომხეთის თავდაცვამ განაცხადა, რომ გვიან ღამით, აზერბაიჯანმა ინტენსიურად დაიწყო სროლა მათი ქალაქების — გორის, სოტკისა და ჯერმუკის მიმართულებით.
- აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებამ თქვა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალებმა მოაწყვეს პროვოკაცია და დივერსიულმა ჯგუფებმა დანაღმეს ტერიტორიები აზერბაიჯანის პოზიციებსა და მომარაგების გზებს შორის.
- მათვე უარყვეს ინფორმაცია სომხური სამოქალაქო ობიექტების დაბომბვის შესახებ და განაცხადეს, რომ "კონტრზომები ადგილობრივი ხასიათისაა და მიმართულია ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ".
- დაპირისპირებას ორივე მხარეს მსხვერპლი მოყვა — აზერბაიჯანს ჯერ ოფიციალური ციფრი არ გაუვრცელებია, სომხეთის პრემიერმინისტრმა კი განაცხადა, რომ დაიღუპა 49 ადამიანი.
შეთანხმება: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 13 სექტემბერს, დილით მათი ჩართულობით შეთანხმება შედგა. რუსეთიმა მოუწოდა მხარეებს, თავი შეიკავონ სიტუაციის შემდგომი ესკალაციისგან და მკაცრად დაიცვან შეთანხმება.
- თუმცა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაბომბვის ინტენსივობის შემცირების მიუხედავად, აზერბაიჯანი აგრძელებს პოზიციური წინსვლის მცდელობებს და სიტუაცია "უკიდურესად დაძაბულია".
- გარდა ამისა, გორისში ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ შუადღეზე ქალაქის მახლობლად ახალი დარტყმების და საარტილერიო ცეცხლის ხმა ისმოდა.
- მათივე თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ შესრულებულა არც სოტკთან, სადაც დარტყმები მთელი დილის განმავლობაში გაგრძელდა.
- ამ ეტაპზე აზერბაიჯანს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
საერთაშორისო გამოხმაურება: სომხეთმა დახმარებისთვის რუსეთს, CSTO-სა (ОДКБ) და გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა. CSTO-სგან მათ მოითხოვეს, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რომლებიც გამომდინარეობს სახელშეკრულებო ვალდებულებებიდან — როგორც ცნობილია, უკვე მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
- კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ შეშფოთება გამოთქვა — ალიანსმა მოუწოდა მხარეებს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და სიტუაციის დეესკალაციისკენ.
- კრემლის პრესსპიკერის თქმით, "პუტინი ყველა ღონეს ხმარობს" სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობის განსამუხტად.
- ნიკოლ ფაშინიანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს.
- ფაშინიანს ელაპარაკა ირაკლი ღარიბაშვილიც — მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სომხეთის პრემიერმა მას მორიგ სამხედრო გამწვავებასა და დაპირისპირების შედეგად შექმნილ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა.
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება მსოფლიოში.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები