10 რამ, რასაც ინტროვერტები გამუდმებით ვაჯერებთ სხვებს და საკუთარ თავს
ინტროვერტების საერთო გამოცდილებებზე ბევრჯერ გვისაუბრია — უხერხული სიტუაციებიდან სახელდახელოდ მოფიქრებულ ტყუილებამდე. თუმცა, ექსტროვერტების გარემოცვაში მორგებული როლები ხშირად იმდენად დამაჯერებელია, საკუთარ თავთანაც კი გვიჭირს აღიარება, რომ ასეთები არ ვართ. მერე კი, მთელ სამყაროსთან ერთად ვიჯერებთ, თითქოს...
1. შეხვედრების გაუქმება გვწყინს
არადა, სიმართლე ითქვას, ხშირად ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ საქმე აქამდე მივიყვანოთ; საჭირო თუ გახდა, თავის მოავადმყოფებასაც არ ვერიდებით და ვცდილობთ, ერთი რიგითი შეხვედრა, რომელიც, რეალურად, უხერხული სიტუაციების ბუკეტი და მომდევნო წლების შფოთვის საბაბია, ყველაფრის ფასად ავირიდოთ თავიდან. შემდეგ კი, ისეთი სამსახიობო ოსტატობით გამოვთქვამთ გაუქმებული შეხვედრის გამო მწუხარებას, ლამის თავადაც ვიჯერებთ ამას.
2. არ გვიხარია, დილით არცერთი შეტყობინება რომ არ გვხვდება
ინტერნეტში ხშირად შეგხვდებათ მიმები, სადაც ტკივილნარევი იუმორით გამოთქვამენ, როგორი გულდასაწყვეტია, როცა იღვიძებ და არცერთი შეტყობინება არ გხვდება. ვაღიარებ, ასეთი მიმები მეც გამიზიარებია და სხვებთან ერთად საკუთარი თავიც დამირწმუნებია, რომ ეს ცუდია. თუმცა, ისიც უნდა ვაღიარო, რომ როცა გაღვიძებისთანავე ტელეფონს ვიღებ და სოციალურ ქსელებს ვამოწმებ, არცერთი ახალი შეტყობინების დანახვა საოცრად შვებისმომგვრელია.
3. "სოციალური ბატარეა" გარეთ გასვლისთანავე არ გვიჯდება
ერთი-ორი შემთხვევით შეხვედრილი ნაცნობი და ეგაა, დღეების (ან კვირების) განმავლობაში შევსებული "სოციალური ბატარეა" მაშინვე გიჯდება. მერე კი, უბრალოდ, სხვა გზა არ გრჩება — შინ ვერ გაბრუნდები, ამიტომ დღეს აგრძელებ და ცდილობ, შენც დაიჯერო, რომ სხვებთან ურთიერთობის ძალა შეგრჩა.
4. ქუჩაში ნაცნობი ვერ ვიცანით
მძიმე დღე ცოტათი მსუბუქდება, როცა ქუჩის ერთი მხარიდან მეორეზე გადადიხარ, ან ცხვირს ტელეფონში რგავ და გვერდზე ჩავლილი ნაცნობის დასანახავად მეტისმეტად შეწუხებულ სახეს იღებ.
5. მეგობრის წვეულებაზე მაგრად გავერთობით
არა, რა თქმა უნდა, გამორიცხული არაა, რომ დაბადების დღეზე ან სულაც ქორწილში მართლაც კარგი დრო გაატარო, მაგრამ ხალხმრავლობაში მაინც ცოტა შანსი არსებობს. ამის მიუხედავად, მეგობრისთვის მნიშვნელოვან დღეზე არმისვლით იგი შეიძლება გავანაწყენოთ კიდეც. ცხადია, გამგებიანი მეგობრებიც არსებობენ, რომლებიც ადვილად ხვდებიან, რატომ ვიგონებთ ათას სხვა საქმეს წვეულებაზე უარის სათქმელად. თუმცა, თუკი სხვა გზა არ გვრჩება, სახეზე დიპლომატიურ ღიმილს ვირგებთ, წინასწარ დაზეპირებულ რამდენიმე ფრაზას სარკის წინ ვრეპეტიციობთ და სახლიდან გავდივართ...
6. ტელეფონზე დარეკვისას გული არ მიგვდის
როგორც უნდა ვეცადოთ სატელეფონო კომუნიკაციის თავიდან აცილებას, ცხოვრებაში დგება მომენტები, როცა მობილურის ხელში აღება და დარეკვა გარდაუვალია. აჩქარებულ გულისცემასთან ერთად ამ დროს შინაგან ხმასაც წავუყრუებთ ხოლმე და დარეკვის ღილაკს ორჭოფობით ვაჭერთ თითს. თუმცა, თუ ჩვენს ზარს არ პასუხობენ, ეს იმხელა სიხარულს გვანიჭებს, შეხვედრის გაუქმება მოგონებაა!
- 12 ზედგამოჭრილი მიმი მათზე, ვისაც ტელეფონზე ლაპარაკი სძულს
- 7 რჩევა, თუ როგორ გავუმკლავდეთ ტელეფონოფობიას
7. სამი წლის წინანდელი უხერხული სიტუაცია დავივიწყეთ
არა, რა თქმა უნდა, არაფერი დაგვვიწყებია. ყველაფერი დეტალურად გვახსოვს და ჩვენი ტვინიც ყოველთვის მზადაა, ძილის წინ უსიამოვნო მოგონებების ფირი დაატრიალოს. თუ ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი შეხვედრის ან ზარის წინა ღამით ხდება, გონებაში საკუთარ "მესთან" საინტერესო დიალოგი იწყება ხოლმე.
— არაფერია, ყველაფერი გამომივა. თან, ხვალ ამ დროისთვის უკვე ჩავლილი იქნება.
— ასე გგონია? მოიცა, არ გახსოვს, 2018 წლის ოქტომბერში გამარჯობის ნაცვლად რომ ნახვამდის თქვი? ან ის, 2015-ში, ბანაკში რომ...
8. ოფისში უკეთ ვმუშაობთ
ინტროვერტი შეიძლება "ვორკაჰოლიკიც" იყოს, დღემეხვალიეც ან თანამშრომლის სხვა ნებისმიერი ტიპიც, თუმცა, უმეტესად ერთი რამ გვაერთიანებს — მუშაობას მარტო ვამჯობინებთ. პანდემიის პერიოდში დისტანციურად მუშაობა ინტროვერტებისთვის მისწრება იყო, მაგრამ რაღაც მომენტში ზოგიერთს ოფისი და თანამშრომლებიც მოენატრა. ზოგმა ისიც კი დაიჯერა, რომ მუშაობისთვის აუცილებელია, სამსახურისთვის შესაფერისი გარემო გქონდეს. არადა, უმეტესობა ჩვენგანი ყველაზე პროდუქტიულად მაშინ ასრულებს საქმეს, როცა ოთახში ჩვენ გარდა არავინაა.
9. ჩვენ მიერ მოფიქრებული ტყუილი დამაჯერებელია
ზემოთ ვახსენეთ კიდეც, რომ ნამდვილი მეგობრები ადვილად ხვდებიან, რატომ ვიგონებთ მიზეზებს შინ დასარჩენად. მათ, უბრალოდ, ის გამოარჩევთ, რომ ამ ყველაფერს გაგებით ეკიდებიან. რეალურად, ჩვენ მიერ მოფიქრებულ ტყუილებს ალბათ ყველაზე გრძელი ფეხები აქვთ. რასაკვირველია, ცხადზე ცხადია, რომ შაბათ საღამოს სამსახურისთვის გადაუდებელი საქმე არ გვაქვს შესასრულებელი და არც მშობელს უთხოვია სახლში დარჩენა და დახმარება.
10. სტუმრის მოსვლა გვიხარია
სწორად გაგვიგეთ — ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სტუმართმოყვარე და მეგობრული ხალხი არ ვართ. უბრალოდ, სახლი ჩვენთვის იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე რიგითი ადამიანისთვის. ეს ერთგვარი ციხესიმაგრეა, სადაც მოულოდნელი შეხვედრებისგან, უხერხული სიტუაციებისა და ხალხმრავლობისგან თავს დაცულად ვგრძნობთ. შესაბამისად, ღიმილის მიუხედავად, მასპინძლობისას სულაც არ ვგრძნობთ თავს კომფორტულად.
ბონუსი: სხვებს ჩვენი მშვენივრად ესმით
ეს ამ ჩამონათვალში ალბათ ყველაზე სადავო პუნქტია და ამიტომაცაა ბონუსად გამოტანილი. ყველა ინტროვერტი უნიკალური ინდივიდია და საერთო გამოცდილებების მიუხედავად, ბევრი რამით განსხვავდება დანარჩენებისგან. და, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მოსახლეობაში ინტროვერტების პროცენტული წილი გაურკვეველია, ზუსტად ვიცით, რომ უმცირესობაში ვართ. ამდენად, სულაც არაა გასაკვირი, რომ ადამიანების უმეტესობას ჩვენი, უბრალოდ, არ ესმის.
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
კომენტარები