გოგაშვილი ჰყვება ვის უსმენდნენ და როგორ დგებოდა სუს-ის კრებსები
სუს-ის ყოფილი უფროსის მოადგილე წერს, რომ უსმენდნენ ყველას — მომხრეებს, მოწინააღმდეგეებს, ასევე, არა მარტო ე.წ მთავარ ობიექტებს, არამედ მათ ოჯახის წევრებსა და გარემოცვას.
რატომ არის მნიშვნელოვანი: გოგაშვილი დეტალურად აღწერს ოპერატიული ტექნიკური დეპარტამენტის (ოტო) მუშაობის მექანიზმს და იმას თუ როგორ ხვდებოდა კრებსები ივანიშვილისა და მმართველი პარტიის სხვა წევრების ხელში.
- ამბობს, რომ ოტო ე.წ VIP პერსონების საუბრებს ივანიშვილს უგროვებდა და ყოველდღიურად აწვდიდა.
- წერს, რომ მის პერიოდში ოტოდან კრებსებს ბექა მამარდაშვილი უგზავნიდა, მათ სპეციალურ ჯგუფს ამუშავებინებდა და ყოველ მეორე დღეს თანამშრომელს პარტიაში, ასევე, ივანიშვილთან, კობახიძესთან და პრემიერმინისტრთან ატანდა, გომელაური კი სრულ "პატაკს" იღებდა.
- "ივანიშვილი, ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში გვაძლევდა მითითებებს (სუს-სა და პარტიას), რომელი ობიექტისთვის რა უნდა გაგვეკეთებინა".
დეტალები: გოგაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი მოსმენებისთვის სუს-თან ერთად, იყენებს შსს-ს, თავდაცვის სამინისტროს, კრიმინალურ პოლიციას, დაზვერვასა და პროკურატურას.
- მისი თქმით, მოსმენებს ახორციელებს დაახლოებით 2000 ოპერატიული მუშაკია ჩართული და ერთდროულად 100 ათასი ადამიანის მოსმენაა შესაძლებელი.
- წერს, რომ ოტოს პერიოდულად პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ამოწმებს, თუმცა ეს ფიქტიურია, რადგან ინსპექტორი წინასწარ უკავშირდება სუს-ის უფროსს და შემოწმების შესახებ აფრთხილებს.
- სუს-ის უფროსი კი, თავის მხრივ, ოტოს უფროსს აფრთხილებს, გეგმიური შემოწმების დროს კი უკანონო მოსმენები ჩერდება და მხოლოდ განჩინებით "შემოწმება" გრძელდება.
ამასთან, გოგაშვილის თქმით, გარდა GSM-ის ქსელებისა, ოტო ვირუსების საშუალებით, უკანონოდ უსმენს სხვადასხვა აპლიკაციას, კომპიუტერს, ლეპტოპს, ასევე, შესაძლებელია, ოფისების უკანონო აღჭურვა.
- მისი თქმით, კონტროლდება პრეზიდენტის, ოპოზიციური პარტიების, NGO-ების, საერთაშორისო მისიების, რელიგიური კონფესიებისა და ა.შ. ოფისები.
- ასევე, წერს, რომ ოცნების მმართველობის პერიოდში უკანონო მოსმენების მასშტაბმა რამდენჯერმე გადააჭარბა ენმ-ის პერიოდს.
ირაკლი კობახიძე გოგაშვილის განცხადებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ ბექა მამარდაშვილს საერთოდ არ იცნობს.
- "როგორ შეიძლება, პარტიის ოფისში ბექა მამარდაშვილს მოჰქონდეს კრებსები და მე არ ვიცნობდე ამ კაცს? სრული აბსურდია. რომ მაჩვენო, სახეზე არ ვიცი".
კონტექსტი: 2021 წლის 13 სექტემბერს ერთ-ერთი ღია წყაროზე აიტვირთა სასულიერო პირებთან, ჟურნალისტებთან აქტივისტებთან, დიპლომატებთან და სხვა პირებთან დაკავშირებით მასალები, რომელმაც სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონა.
- ე.წ. კრებსები, დაახლოებით, 58 000-მდე ფაილს მოიცავდა, რომელშიც შედის პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებული ინფორმაცია;
- ოფიციალურად მისი ავთენტურობა დადასტურებული არ არის, თუმცა საკუთარი თავი არაერთმა ადამიანმა ამოიცნო.
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
კომენტარები