რუსეთის მხარეს, ლარსის გამშვებ პუნქტთან 1 ჯავშანტრანსპორტი გამოჩნდა — FSB ამბობს, რომ სიტუაციის გასაკონტროლებლად
საქართველო-რუსეთი საზღვართან ისევ კილომეტრიანი რიგებია — მობილიზაციას გამოქცეული რუსები საქართველოში გადმოსვლას ცდილობენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო-ვიდეოები, რომლებზეც ჩანს, რომ რუსეთის მხრიდან, ლარსის გამშვებ პუნქტთან რამდენიმე სამხედრო გამოჩნდა.
- კადრების მიხედვით, საუბარია 10-მდე პირზე, რომლებიც 1 ჯავშანტრანსპორტიორით გადადგილდებიან.
- რუსული მედიები თვითმხილველებზე დაყრდნობით წერენ, რომ ისინი გამშვებ პუნქტთან ე.წ. ბლოკ-პოსტს აწყობენ.
- მანამდე გამოცემა The Insider იუწყებოდა, რომ საზღვართან შექმნილ საცობში მოქალაქეებს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა.
- აქედან გამომდინარე გაჩნდა ვარაუდები, რომ მობილიზაზციის გამო სამხედროები საქართველოსთან საზღვრის ჩაკეტვას აპირებენ, ან ადგილზე სიტუაცია უნდა გააკონტროლონ.
FSB-ს განცხადებით, ჯავშანტრანსპორტიორი საზღვარზე მივიდა წესრიგის დარღვევის თავიდან ასაცილებლად, იმ შემთხვევისთვის, თუ რიგში მდგომი რუსები საზღვრის გარღვევას გადაწყვეტდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა RBC ჩრდილოეთ ოსეთის FSB-ის სასაზღვრო წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
- "ჯავშანტრანსპორტიორი იქ მოძრაობს, მაგრამ არ მოძრაობს ბლოკ-პოსტის მოსაწყობად. უხეშად რომ ვთქვათ, ეს რეზერვია გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის, თუ რეზერვისტებს მოუნდებათ საგუშაგოს გარღვევა და ქვეყნის დატოვება სასაზღვრო ფორმალობების გაფორმების გარეშე", — განუცხადეს გამოცემას უწყებაში.
- ისინი ამტკიცებენ, რომ არანაირი ბლოკ-პოლსტები არ იგეგმება, საგუშაგო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და სამხედრო ასაკის მოქალაქეების გასვლაზე არანაირი შეზღუდვა არ დაწესებულა.
საზღვრის კვეთა: დღეს შემოსავლების სამსახურში განაცხადეს, რომ მთლიანად რეგიონში გაზრდილი სატრანსპორტო ტვირთნაკადის პირობებში ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული.
- ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, გაზრდილია ნაკადები როგორც სატვირთო მიმართულებით, ასევე ფიზიკური პირების მხრივ, რომლებიც კვეთენ საქართველოს საზღვარს.
- "არანაირი დრამატული სიტუაცია არ არის საზღვრის კვეთასთან დაკაავშირებით, გაზრდილია როგორც ქვეყანაში შემომსვლელთა რაოდენობა, გაზრდილია ასევე, ქვეყნიდან გამსვლელების რაოდენობა და შესაბამისად, მკაცრად ხდება ამ საკითხების მონიტორინგი", — განაცხადა მან.
- მინისტრს ჰკითხეს, რა პოლიტიკა აქვს ქვეყანას რუსეთიდან მოქალაქეების შემოშვებაზე და ხდება საფრთხის გათვალისწინება, თუ ყველას უშვებენ, რასაც მან ასე უპასუხა:
- "ბუნებრივია, საბაჟო და სასაზრვრო კონტროლი ხორციელდება იმ წესების მიხედვით, რაც არის დადგენილი, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაბამისი ინფორმაციების შეგროვება ხდება გამშვებ პუნქტებზე, შესაბამისი ანალიზი ხორციელდება და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება გადაწყვეტილების მიღება ამა თუ იმ პირთან მიმართებაში".
- ჩრდილოეთ ოსეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე ორივე მიმართულებით საზღვარი 37,5 ათასმა მანქანამ და 115,2 ათასმა ადამიანმა გადაკვეთა.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები