რუსეთიდან შემომსვლელთა რაოდენობა 40-45%-ით გაიზარდა
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ მოქალაქეების დიდი ნაწილი საქართველოსკენ დაიძრა.
- ლარსის გამშვები პუნქტიდან ვრცელდება ფოტო და ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ რუსეთიდან გადმომსვლელთა რიგი რამდენიმე კილომეტრიანია.
დეტალები: მინისტრის თქმით, დაახლოებით 4-5 დღის წინ 5 00-დან 6 000-მდე ადამიანი იყო შემომსვლელი.
- ახლა ეს რიცხვი 10 000-მდე გაიზარდა, 40-45%-ით მოიმატა.
- გომელაურის ცნობით, აქედან დაახლოებით 60% გადის ქვეყნიდან.
- "რაც შეეხება იმას, რომ 250 000 მოქალაქე შემოვიდა, ეს აბსოლუტურად არასწორია, ტყუილია, მაგდენი არ შემოსულა და საიდან მოგაქვთ ეს ციფრები მე არ ვიცი", — განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ საზღვრის სხვა გამშვები პუნქტებიდან შემომსვლელთა რაოდენობა გაცილებით ნაკლებია.
გომელაურის თქმით, გაიზარდა საზღვრიდან გაბრუნებულთა რიცხვიც, თუმცა როგორც ჩანს, არა იმიტომ, რომ საქართველოს საზღვრის კვეთა გამკაცრდა.
- "ლოგიკურია, თუ 100 კაცში 10-ს უკან ვაბრუნებდით, ახლა 1 000 კაცში პირობითად 100 გაბრუნდება უკან, მათემატიკაა ჩვეულებრივი", — განაცხადა მან.
- მისივე თქმით, ახლა სიტუაცია თითქმის პიკზეა მისული, დგას რიგები და არ აქვს მოლოდინი, რომ ლარსზე შემომსვლელთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, მაგრამ ამაზე მეტის გატარებას ვერ შეძლებენ.
- "ახლაც უკვე გვიჭირს გატარება, მაგრამ გაზრდილი გვაქვს დანაყოფები, რომ მაქსიმალურად გავფილტროთ და ვინმე არ შემოგვეპაროს, უსაფრთხოების სამსახურიც გვეხმარება", — აღნიშნა მან.
არქივიდან: 26 სექტემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო-ვიდეოები, რომლებზეც ჩანს, რომ რუსეთის მხრიდან, ლარსის გამშვებ პუნქტთან რამდენიმე სამხედრო გამოჩნდა.
- კადრების მიხედვით, საუბარია 10-მდე პირზე, რომლებიც 1 ჯავშანტრანსპორტიორით გადაადგილდებიან.
- რუსული მედიები თვითმხილველებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ ისინი გამშვებ პუნქტთან ე.წ. ბლოკ-პოსტს აწყობდნენ.
- თუმცა, FSB-ში განაცხადეს, რომ ჯავშანტრანსპორტიორი საზღვარზე მივიდა წესრიგის დარღვევის თავიდან ასაცილებლად, იმ შემთხვევისთვის, თუ რიგში მდგომი რუსები საზღვრის გარღვევას გადაწყვეტდნენ.
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
კომენტარები