რას ამბობს თეთრი სახლი რუსეთის მობილიზაციას გამოქცეულ თავშესაფრის მაძიებლებზე

ფოტო: ABC News
ამ საკითხზე თეთრი სახლის სპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 21 სექტემბერს პუტინმა რუსეთში "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოაცხადა — მას შემდეგ რუსეთის მოქალაქეები ქვეყნის დატოვებას ცდილობენ, საზღვრებთან და აეროპორტებში რამდენიმესაათიანი რიგებია.
- აქამდე რუსეთი უარყოფდა და ცდილობდა დაემალა, რომ უკრაინაში ფრონტის ხაზზე პრობლემები ჰქონდა და პერსონალის დიდი დანაკლისი განიცადა;
- ამ გადაწყვეტილებით კი გამოჩნდა, რომ რუსეთი არსებული რესურსებით უკრაინულ ძალებს ვერ უმკლავდება.
დეტალები: თეთრი სახლის სპიკერის თქმით, აშშ მიესალმება რუსებს, რომლებიც ვლადიმერ პუტინის ომს გამოექცნენ და თავშესაფარს ითხოვენ.
- "ჩვენ გვჯერა, რომ ეროვნების მიუხედავად, მათ შეუძლიათ აშშ-ში თავშესაფარი მოითხოვონ";
- "მათი მოთხოვნა ინდივიდუალურად განიხილება".
საქართველოს სტატისტიკა: შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთიდან შემოსულთა რაოდენობის შესახებ ბოლო 10 დღის მონაცემები გამოაქვეყნა — მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, შემოსულთა და გასულთა რაოდენობა ასეთია:
- 21 სექტემბერი: 6 402 — 6 011;
- 22 სექტემბერი: 6 150 — 6 050;
- 23 სექტემბერი: 9 307 — 6 214;
- 24სექტემბერი: 9 330 — 6 249;
- 25 სექტემბერი: 11 143 — 5 519;
- 26 სექტემბერი: 10 804 — 4 947.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
კომენტარები