დროა მიიჩნევს, რომ საჭიროა ელჩის გამოწვევა და ბელარუსის კგბ-სთან თანამშრომლობის შეწყვეტა
პარტიის განცხადებით, პროტესტის ნიშნად ელჩის საგარეო უწყებაში დაბარება მსოფლიოში შედარებით გავრცელებული პრაქტიკაა და არ არის მომხდარი ფაქტის, საქართველოს ტერიტირიული მთლიანობის ფაქტობრივი ხელყოფის, თანაბარწონადი ღონისძიება.
დეტალები: მათ მიაჩნიათ, რომ საჭიროა ბელარუსში საქართველოს ელჩის, ვალერი კვარაცხელიას გამოწვევა და უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ ელჩი ვითარების გარკვევამდე და ლუკაშენკოს რეჟიმის მხრიდან აფხაზეთთან მიმართებით თანამშრომლობითი პოზიციის შეცვლამდე არ დაბრუნდება.
- გარდა ამისა, პარტია აცხადებს, რომ საჭიროა ურთიერთბის გაწყვეტა ბელარუსის კაგებესთან: "აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლება ბელარუსთან დემოკრატიული ქვეყნისთვუს შეუფერებლად მჭიდრო კავშირს, მაგალითად ბელარუსის კგბ-სთან ოფიციალურ თანამშრომლობას, მუდამ ამართლებდა იმით, რომ მსგავსი ნაბიჯი საჭიროა ბელარუსის აფხაზეთისგან დისტანცირებისთვის".
-
დროა იხსენებს, რომ საქართველომ მიხელ სააკაშვილის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის გამო 2020 წელს ელჩი გაიწვია სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნიდან, უკრაინიდან.
-
"საქართველოს მთავრობის შემდგომი ნაბიჯებით კიდევ უფრო ცხადი გახდება, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი ქართულ ოპოზიციასთან წინააღმდეგობის პრინციპთან შედარებით", — აცხადებენ პარტიაში.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ბელარუსს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარებული არ აქვს და საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობებს ინარჩუნებს.
- ბელარუსის პრეზიდენტის ეს ნაბიჯი, შესაძლოა, საქართველოსთან ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი გახდეს.
- ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლა ნიშნავს, რომ მან დაარღვია საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ, რომლის თანახმად ზუგდიდისა და გორის მუნიციპალიტეტების მიმართულებების გარდა, ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.
რა ვიცით ლუკაშენკოს ჩასვლაზე: აფხაზური მედიების ინფორმაციით, ლუკაშენკო დე ფაქტო პრეზიდენტს ბიჭვინთის "სახელმწიფო აგარაკზე" შეხვდა. ეს ოფიციალიურად დაანონსებული არ ყოფილა, მაგრამ წინ უძღოდა ლუკაშენკოს ვიზიტი სოჭში, სადაც ვლადიმერ პუტინს ესაუბრა.
- ბელარუსის პრეზიდენტს არ დაუმალავს, რომ აფხაზეთში მისი ჩასვლა პუტინის ინიციატივაა და თქვა: "გუშინ ჩვენ განვიხილეთ აფხაზეთის პრობლემები ჩვენს უფროს ძმასთან, ვლადიმერ პუტინთან ერთად. ბევრი ვიმსჯელეთ ამ საკითხებზე, ღამემდე და მივედით ერთ დასკვნამდე, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება".
- გავრცელებული ფოტო-ვიდეოების მიხედვით, მას ცეკვით და ზეიმით დახვდნენ და ისიც თბილად მიესალმა ბჟანიას.
- დე ფაქტო რეჟიმის ვიდეოებში ლუკაშენკოს არცერთხელ არ მოუხსენებია აფხაზეთი, როგორც რესპუბლიკა, მაგრამ ორმხრივი ურთიერთობების აუცილებლობაზე ისაუბრა და თქვა: "ჩვენ მივედით ერთ დასკვნამდე, რომ აფხაზეთი არის, მას რუკიდან ვერ წაშლი, ვერანაირი სანქცია ამას ვერ იზამს".
- "ჩვენ გვინდა დავამყაროთ არა მხოლოდ მეგობრობის ხიდი, არამედ ძალიან სერიოზული ურთიერთობები", — განაცხადა მან და თან ამტკიცებდა, თითქოს ამ ნაბიჯს იმის გამო არ დგამას, რომ ბელარუსს პრობლემები შეექმნა.
- გარდა ამისა, ლუკაშენკო ამტკიცებდა იმასაც, რომ არავისთვის ცუდი არ უნდათ, მათ შორის, არც საქართველოსთვის.
- "ჩვენ ჩამოვედით სიკეთით. თუ რამით შეგვიძლია თქვენი დახმარება, თან ეს იქნება ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა, მისი მიმართულებები კი არსებობს, ჩვენ ამას გავაკეთებთ", — განაცხადა მან.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და მკაცრად გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ლუკაშენკოს "ვიზიტს" ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.
- მათი თქმით, "პროტესტის ნიშნად" ბელარუსის ელჩი დაიბარეს და დამატებითი განმარტებები მოსთხოვეს.
- "ბელარუსის მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს", — აცხადებენ უწყებაში.
პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მკაცრად დაგმო ლუკაშენკოს საქციელი.
- " ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაუშვებელი დარღვევაა", — განაცხადა მან.
ოპოზიციამ ასევე გააკრიტიკა ლუკაშენკო. ლელო აცხადებს, რომ საჭიროა სწრაფი რეაგირება და 5-პუნქტიან გეგმას ავრცელებს.
- მოქალაქეების ლიდერის განცხადებით, ძალიან პრინციპული ნაბიჯებია გადასადგმელი და ელისუფლებამ არ უნდა ჩარგოს თავი ჩირგვებში.
ყოფილი პრემიერმინისტრები გიორგი გახარია და გიორგი კვირიკაშვილიც გმობენ ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლას.
- "ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა, რომელსაც მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან", — აცხადებს გახარია.
- "ბელარუსის მარგინალიზებული "ლიდერის" ლუკაშენკოს სამარცხვინო ნაბიჯი — იმოქმედოს, როგორც რუსეთის სახელმწიფოს უფრო მარგინალიზებული დამხრჩვალი მეთაურის, პუტინის მარიონეტმა", — წერს კვირიკაშვილი.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები