პუტინმა უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ანექსია გააფორმა
კრემლში პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც დონეცკის, ლუგანსკისა, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები რუსეთს "მიუერთა".
დეტალები: პუტინმა იკადრა და ამ ცერემონიიდანაც მოუწოდა უკრაინას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი და დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. თუმცა მისი თქმით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ხალხის არჩევანი უკვე გაკეთებულია და "რუსეთი მას არ უღალატებს".
- მისივე თქმით, კიევის ხელმძღვანელობამ მოსახლეობის "თავისუფალი ნების გამოხატვას პატივი უნდა სცეს და მხოლოდ ასეთი შეიძლება იყოს მშვიდობა".
- "მინდა, რომ კიევის ხელისუფლებამ და მათმა მფლობელებმა მომისმინონ. DNR-ში, LNR-ში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში მცხოვრები ხალხი ჩვენი მოქალაქეები ხდებიან. სამუდამოდ", — განაცხადა პუტინმა.
- "მათ გააკეთეს არჩევანი იყვნენ თავის ხალხთან ერთად, იყვნენ სამშობლოსთან, იცხოვრონ მისი ბედით, ჩვენს უკან სიმართლეა, ჩვენს უკან რუსეთია", — თქვა პუტინმა რის შემდეგაც ე.წ. ხელმძღვანელებთან ერთად ხელი მოაწერა დოკუმენტს.
პროცედურები: ახლა რუსეთის სახელმწიფო დუმამ უნდა მოახდინოს შეთანხმების რატიფიცირება, რის შემდეგაც ფედერაციის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.
- ბოლო ეტაპი გულისხმობს ვლადიმერ პუტინის მიერ შესაბამის კანონზე ხელმოწერას.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ამ გადაწყვეტილებით პუტინმა კიდევ ერთხელ უხეშად დაარღვია სხვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი.
- ოკუპანტი ქვეყანა ცდილობს ეს ყველაფერი ხალხის ნებად შეფუთოს და "რეფერენდუმით" გაამართლოს.
- უკრაინაში ე.წ. რეფერენდუმები კრემლის მარიონეტულმა ძალებმა 28 სექტემბერს ჩაატარეს და ამტკიცებენ, თითქოს ოკუპირებულ დონეცკში, ლუგანსკსა და ზაპოროჟიეში რუსეთთან შეერთების მომხრე 98% იყო, ხერსონში კი 97%.
- ამის შემდეგ კრემლის მართულმა ხელმძღვანელებმა პუტინს ოფიციალურად მიმართეს და "ხალხის სურვილის" საფუძველზე რუსეთთან მიერთება "თხოვეს".
კრემლში ამბობენ, რომ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები "რუსეთის ფედერაციის განუყოფელი ნაწილი და სუვერენული ტერიტორია გახდება", ამიტომ ამ ტერიტორიებზე დარტყმას რუსეთის წინააღმდეგ აგრესიის აქტად განიხილავენ და შესაბამისი პასუხი ექნებათ.
- რაც შეეხება დონბასის იმ ნაწილს, რომელიც ჯერ კიდევ არ აქვთ ოკუპირებული, აცხადებენ, რომ მის "გასათავისუფლებლად ოპერაცია გაგრძელდება".
რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებს არც უკრაინა და არც საერთაშორისო საზოგადოება.
- NATO-მ 23 სექტემბერს განაცხადა, რომ დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში რუსეთს რეფერენდუმის ჩატარებას ლეგიტიმაცია არ აქვს და ეს გაეროს წესდების აშკარა დარღვევაა.
- "რეფერენდუმები" დაგმო ევროკავშირმაც — საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებების სისტემური შეურაცხყოფების ფონზე, ეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი დარღვევაა;
- ეს დაგმო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც — უწყებამ "რეფერენდუმებს" უკანონო, ხოლო უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობებს მიუღებელი უწოდა.
კონტექსტი: ანალოგიური ცერემონია 2014 წელს გაიმართა, როდესაც რუსეთმა ყირიმის და სევასტოპოლის ანექსია მოახდინა.
- მაშინაც პუტინმა თავისია აგრესია და სუვერენიტეტის დარღვევა ხალხის ნებით და "რეფერენდუმით" გამაართლა, რომლის შედეგები ოკუპანტი ქვეყნის გარდა არავის უღიარებია.
- უკრაინა ამ ტერიტორიებს დროებით ოკუპირებულს უწოდებს და აცხადებს, რომ აუცილებლად დაიბრუნებს.
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
კომენტარები