რას ფიქრობს აშშ-ის ელჩი დეოლიგარქიზაციაზე უკრაინის კანონის გადმოტანაზე
ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა პარლამენტში ჟურნალისტებთან ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროკავშირმა საქართველოს მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიანიჭა — მისცა პერსპექტივა და 12 პუნქტიანი გეგმა.
- ევროკომისიამ ასოცირებული ტრიოს სამივე ქვეყნისთვის გასცა დეოლიგარქიზაციის რეკომენდაცია და მოუწოდა, აღმოფხვრან ოლიგარქების გადაჭარბებული გავლენა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.
- მოლდოვისა და საქართველოს რეკომენდაციები ამ მიმართულებით იდენტურია, ხოლო უკრაინას დაევალა, უკვე მიღებული კანონის შესაბამისად, სამართლებრივად გამართულად იმუშაოს ამ საკითხზე.
ქართული ოცნება გეგმავს, წარადგინოს დეოლიგარქიზაციაზე უკრაინული კანონის ანალოგი და ამით "აიცილოს სპეკულაციები".
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ პირის ოლიგარქად განსაზღვრისათვის პროექტში ჩაიწერა ყველა ის კრიტერიუმი, რაც უკრაინულ კანონში: "საუბარია მედიაგავლენაზე; პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გავლენაზე; მონოპოლისტურ საქმიანობაზე; საუბარია კონკრეტული ოდენობის თანხაზე".
- გარდა ამისა, ოხანაშვილმა ჟურნალისტის კითხვას უპასუხა და თქვა, რომ კანონპროექტი ბიძინა ივანიშვილზე "ფიზიკურად და ობიექტურად ვერ გავრცელდება".
ოპოზიცია აცხადებს, რომ შესაძლოა ამ კანონმა გამოიწვიოს რეპრესიები ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ. სტრატეგია აღმაშენებლის წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით,
- "უკრაინაში აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური ვითარებაა, იქ არჩეული დემოკრატიული ხელისუფლება ჰყავთ. არ არიან ოლიგარქიული კანონის ქვეშ არც პრეზიდენტი, არც პარლამენტი. ბუნებრივია, რომ კანონის უკრაინული ვერსია მოეწონებოდა ევროსტრუქტურებს, მაგრამ საქართველოს რეალობა განსხვავებულია", — განაცხადა ენმ-ის წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა.
- "ჩემი აზრით ილია ჭავჭავაძე აკმაყოფილებდა სრულად ამ ფორმულას და მაშინ, რომ ეს კანონმდებლობა გვქონოდა, ილია ჭავჭავაძეს გავიყვანდით ოლიგარქებში", — ამბობს გირჩის დეპუტატი, ვახო მეგრელიშვილი.
კელი დეგნანი ფიქრობს, რომ პირდაპირ აღება და სხვისი პრაქტიკის გადმოტანა ადგილობრივ გარემოებებზე მორგების გარეშე, სათანადოდ ვერ იმუშავებს, რადგან ყველა ქვეყანას აქვს გარკვეული კონტექსტი.
- "დეოლიგარქიზაცია გულისხმობს პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებზე არასათანადო გავლენის აღმოფხვრას, შემცირებას. ანუ იმ საკითხებზე რეაგირებას, რაც იწვევს გავლენას ფულით, ფინანსურად, გავლენებით თუ ა.შ. ეს პრობლემა არ არის მხოლოდ საქართველოში, მრავალ ქვეყანაშია, მათ შორის, ჩემსაშიც და ყველა ეძებს საკუთარ გზებს რომ მოახდინოს რეაგირება ამ გავლენებზე".
- "მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით გაიმართოს მსჯელობა და გზების მოძებნა, როგორ შეიძლება პრობლემის მოგვარება", — განაცხადა ელჩმა.
რა წერია უკრაინულ კანონში: უკრაინული კანონმდებლობის თანახმად, ოლიგარქი არის პირი, რომელიც ერთდროულად აკმაყოფილებს რამდენიმე მახასიათებელს:
- მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში;
- აქვს მნიშვნელოვანი გავლენა მედიაზე;
- არის საბოლოო მესაკუთრე ეკონომიკური სუბიექტისა, რომელიც ამ კანონის ამოქმედების დღიდან არის ბუნებრივი მონოპოლი ან ფლობს მონოპოლიურ (დომინანტურ) პოზიციას ბაზარზე "ეკონომიკური კონკურენციის დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად და ზედიზედ ერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აძლიერებს ასეთ პოზიციას;
- პირის და იმ ბიზნესსუბიექტების, რომელთა მოსარგებლეც ის არის, აქტივების ჯამური ღირებულება აჭარბებს შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილი საარსებო მინიმუმის მილიონზე ნამრავლს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები