რას ამბობენ FSB-ს ბრალდებებზე საქართველოში
საქართველოს მთავრობა ოფიციალური განცხადებით ამ დრომდე არ გამოხმაურებია რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (FSB) ბრალდებებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: FSB ამტკიცებს, რომ ყირიმის ხიდის აფეთქებაში მონაწილეობა საქართველოს ორმა მოქალაქემაც მიიღო. აფეთქება, რომელმაც ქერჩის ხიდის დაზიანება გამოიწვია, 8 ოქტომბერს გამთენიისას მოხდა.
- FSB აცხადებს, რომ ტერაქტს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი, ასევე, "თანამშრომლები და აგენტურა" მეთაურობდნენ.
- რუსეთის უშიშროების ვერსიით, ასაფეთქებელი მოწყობილობა სამშენებლო მასალებში იყო შენიღბული. მათი მტკიცებით, აგვისტოს დასაწყისში ტვირთი თავდაპირველად ოდესის პორტიდან ბულგარეთში, შემდეგ საქართველოში, ფოთის პორტში და ბოლოს სომხეთში გაგზავნეს.
- შემდეგ სომხეთიდან ტვირთი ისევ საქართველოში, ბოლოს კი რუსეთში გაიგზავნა.
- მათი თქმით, გადაცემაში უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეებთან ერთად, საქართველოს ორი მოქალაქეც — სანდრო ინოსარიძე და ბროკერი სახელად, ლევანი მონაწილეობდა.
რას ამბობენ საქართველოში: პირველი კომენტარი მთავრობის წევრებიდან ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტების დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
- გიორგი კაკაურიძემ თქვა, რომ საბაჟო საზღვარი არც ტროტილით დატვირთულ და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს არ გაუვლია.
- მანვე აღნიშნა ისიც, რომ არ აქვს არანაირი ვალდებულება თავი იმართლოს — "თუ ვინმე არგუმენტირებულად დაასაბუთებს, რომ სახელმწიფო საზღვარი გაიარა, მაგ შემთხვევაში გამოძიებაც დაიწყება და პასუხისმგებელი პირებიც იქნებიან".
დეპუტატები: გია ცაგარეიშვილი ფიქრობს, რომ ამ ყველაფერმა "არაჯანსაღი" აჟიოტაჟი არ უნდა გამოიწვიოს. "ნუ ინერვიულებთ, იყავით მშვიდად" — ამბობს დეპუტატი.
- რატი იონათამიშვილი ოკუპანტის ყველა განცხადებაზე კომენტარის გაკეთებას მიზანშეწონილად არ თვლის — "არის რაღაც საკითხები, რაზეც არც უნდა ჩავაგდოთ ღირსად, რომ გვქონდეს კომენტარები";
- "დასწრებაზე ხომ არ არის კომენტარის გაკეთება", — ეს ფრაზა ქართული ოცნების კიდევ ერთ დეპუტატს, ირაკლი ზარქუას ეკუთვნის.
უკრაინა აცხადებს, რომ ყალბი სტრუქტურების განცხადებაზე კომენტარს არ გააკეთებენ.
- "FSB-ის მთელი საქმიანობა სისულელეა. ესენი ყალბი სტრუქტურები არიან, რომელიც პუტინის რეჟიმს ემსახურებიან".
ბულგარეთის მთავრობა კი ამბობს, რომ სატვირთო მანქანა, რომელიც რუსეთის გამოძიების ცნობით, ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეში ფიგურირებს, ბულგარეთში არასდროს ყოფილა.
- "სარწმუნოდ დამტკიცებულია, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქებული სატვირთო მანქანა არასდროს ყოფილა ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რომელიც მითითებულია მისი მარშრუტის საწყის წერტილად".
გარდა ამისა, Unian წერს, რომ FSB-მ თავისი "გამოძიების" ფარგლებში გაავრცელა სატვირთო მანქანის რენტგენი, რომელშიც, მათი მტკიცებით, ასაფეთქებელი ნივთიერება იყო.
- თუმცა InformNapal-ის ანალიტიკოსები თვლიან, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება მანქანაში საერთოდ არ ყოფილა, წინააღმდეგ შემთხვევაში რენტგენი მის კვალს აჩვენებდა.
- მეტიც, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ინციდენტის შემდეგ გამოქვეყნებული ვიდეოების მიხედვით, ყირიმის ხიდზე აფეთქების მიზეზი სატვირთო საერთოდ არ ყოფილა.
- ანალიტიკოსების აზრით, ეს ვერსია FSB-მ მიზანმიმართულად გაავრცელა იმ ეჭვების გასაქარწყლებლად, რომ ამაში ბრალი რუსეთის სპეცსამსახურებს მიუძღვით.
-
გადახედვალევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს ლევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს
-
გადახედვააქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს აქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს
-
გადახედვაპრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს პრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს
-
გადახედვასპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს სპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს
-
გადახედვასაია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა საია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI
-
გადახედვასპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის
-
გადახედვასპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც სპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც
-
გადახედვაზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
-
გადახედვამშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
კომენტარები