ნინო ლომჯარია

18 Oct. 2022, 21:56

დღევანდელმა ბრიფინგმა და გამოძიების პირველადმა შედეგებმაც ცხადყო, რომ ეს არ იყო ინდივიდუალური შემთხვევა. ძალიან კარგად წარმოჩნდა, რომ ადგილი აქვს სისტემურ პრობლემებს. მგონი, ჩვენ ისედაც ვიცოდით ამის თაობაზე იმიტომ, რომ მანამდეც არაერთხელ ყოფილა მსგავსი პრობლემები, განსაკუთრებით, მშენებლობასთან დაკავშირებით, მშენებლობით გამოწვეულ მიყენებულ ჯანმრთელობის დაზიანებასთან, გვქონია ასევე სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები. ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ სამშენებლო პროცესი არ მიმდინარეობს ხარისხიანად, არ არის სათანადო ზედამხედველობა, საუბარი იყო კორუფციაზეც, მაგრამ ამ შემთხვევამ ვფიქრობ, რომ ეს სისტემა გააშიშვლა. არის დასტური იმისა, რომ ეს არ ეხება მხოლოდ ამ კონკრეტულ ტრაგიკულ ფაქტს.

ჩვენ დავინახეთ უკვე ძალიან კარგად, რომ სინამდვილეში თითქოსდა ზედამხედველობა, კონტროლი და ხარისხი, ეს ყველაფერი არის ფიქცია და ეს არის თვალთმაქცობა. მე მინდა როგორც სახალხო დამცველმა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ჯანმრთლობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრება და საჯარო სივრცეებით სარგებლობა არის კონსტიტუციით აღიარებული უფლება. ეს გულისხმობს იმას, რომ საჯარო სივრცე უნდა იყოს უსაფრთხო მოქალაქეებისთვის. ძალიან ხშირად ხელისუფლებას თუ თვითმართველობას, ვინც ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეს ავიწყდებათ და ისინი ორიენტირებული არიან დროულად გახსნაზე, პიარზე და ასე შემდეგ, მაშინ, როდესაც მთავარი ამოსავალი არის ის, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად მოქალაქეებმა არ უნდა მიიღონ დაზიანებები. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  2. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  3. მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
  4. რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
  5. ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ