კალაძე ამბობს, რომ "კანონი ვერ იქნება ვერც ზედმეტად ლმობიერი და ვერც ზედმეტად მკაცრი"
ამის შესახებ მან თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა — 1 მოზარდი გარდაიცვალა, 2 დაშავდა.
- ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 9 პირი დააკავეს: ექსპერტები, ელექტროშემდუღებლები, გრინსერვისის დირექტორი და მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე.
- დაკავებულებს ბრალი სხვადასხვა მუხლით აქვთ წარდგენილი, მათ შორის, სამსახურებრივ გულგრილობაზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ყალბი დოკუმენტების დამზადებაში წაქეზებაზე, დამზადებასა და გამოყენებაზე.
დეტალები: კალაძის თქმით, ყველა კითხვას გამოძიებამ უნდა უპასუხოს — "არ მაქვს არანაირი უფლება, შევაფასო საგამოძიებო პროცესი".
- აცხადებს, რომ თუ მისი ბრალეულობა გამოიკვეტება, მზადაა, სრული სიმკაცრით აგოს პასუხი.
- კალაძემ აღნიშნა ისიც, რომ "გულსატკენია", რომ ამ საქმეზე მერიის ერთი თანამშრომელიცაა დაკავებული — "სიმართლის დადგენა არის ერთადერთი, რასაც მცირედი შვების მოტანა შეუძლია".
გარდა ამისა, იმ დროს როდესაც, საზოგადოებისა და ოპოზიციის ნაწილი მის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს, კალაძემ "ტრაგედიის პოლიტიზირებაზე" ისაუბრა.
- "ტრაგედიის დღიდან მოყოლებული, მოსახლეობა ტელეეთერებიდან ისმენს სრულიად გამაოგნებელ განცხადებებს კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან. სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკაში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ამხელა ტრაგედიაც კი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ".
შადრევნის რეაბილიტაცია: ვაკის პარკის შადრევანი და კასკადი მერიამ უბედური შემთხვევის წინა დღეს, 12 ოქტომბერს ოფიციალურად გახსნა — სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია გრინსერვისი+ ასრულებდა.
- დოკუმენტაციაში წერია, რომ გრინსერვისი+-მა ჩააბარა, ხოლო მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა მიიღო მშენექსპერტის ინსპექტირების ანგარიშით დადასტურებული შადრევნისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
- თავის მხრივ, მშენექსპერტი ინსპექტირების შუალედურ ანგარიშში წერს, რომ სამუშაოები შესრულებულია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად და შესაბამისობაშია საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან, თუმცა არ საუბრობს უსაფრთხოების საკითხზე.
- მერიის წარმომადგენელი და გრინსერვისის დირექტორიც ამტკიცებდნენ, რომ შადრევნის უსაფრთხოება შემოწმებული იყო.
გამოძიების ვერსია: შსს-ს განცხადებით, "შადრევანზე დასრულებული სამუშაოების მიუხედავად", მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მოადგილემ, შპს გრინსერვისი+-ის მენეჯერს სთხოვა, რომ შადრევანში მდებარე ელექტროძრავიდან გამომავალი შავი ფერის წყლის მილები შეეფუთათ უჟანგავი თეთრი ფერის კონსტრუქციით.
- მათივე თქმით, ამ პირმა აცნობა ლაშა ფურცხვანიძეს, რომელმაც დაავალა მას, ამ სამუშაოს შესრულება შეეკვეთათ ქვეკონტრაქტორი ფირმის, ნიუ მეტალ დიზაინის წარმომადგენლისთვის, რომელმაც, თავის მხრივ, საქმე კერძო ელექტროშემდუღებლებს დაავალა.
- ხოლო შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობა და კონტროლი გრინსერვისის სამუშაოთმწარმოებელს ევალებოდა.
დარღვევები: უწყებაში ამბობენ, რომ 2022 წლის 22 სექტემბერს ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ:
- "წყლის მილებზე უჟანგავი კონსტრუქციის მორგების მიზნით მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის უკან დამაგრებისას ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია".
- მათივე თქმით, ლაშა ფურცხვანიძემ შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ მიიღო ინსპექტირების გარეშე.
- უწყებაში ამბობენ იმასაც, რომ ქვეკონტრაქტორის ფირმის წარმომადგენელმაც არ გადაამოწმა დაქირავებული ელექტროშემდუღებლების მიერ შესრულებული სამუშაო.
- ხოლო გრინსერვისის საქმეთამწარმოებელმა არ გაუწია შესაბამისი კონტროლი ამ საქმიანობას.
ინსპექტირების ანგარიში: უწყებაში განმარტავენ, რომ გრინსერვის+-მა, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთვის სავალდებულო, შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით, ხელშეკრულება გააფორმა შპს მშენექსპერტთან.
- მათი თქმით, მშენექსპერტის დირექტორმა და ინსპექტორმა მოახდინეს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის ღირებულების ინსპექტირება, რომლის პროექტი მიაწოდეს გრინსერვის+-ის თანამშრომელს, მაგრამ დასკვნის შინაარსი არ აკმაყოფილებდა თბილისის მერიისა და გრინსერვის+-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ სავალდებულო მოთხოვნებს.
- მათივე თქმით, კომპანიის თანამშრომელმა, მათ ფირმასთან სამომავლო საქმიანი ურთიერთობის გაგრძელების სანაცვლოდ, დაიყოლია მშენექსპერტის დირექტორი და ინსპექტორი, რომ დასკვნაში ჩაეწერათ, თითქოს შეისწავლეს ჩატარებული სამუშაოების შესაბამისობა საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებთან.
- "2022 წლის 25 აგვისტოს, დ.თ.-მ და ნ. ქ.-მ შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი — ინსპექტირების ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში ასევე დააფიქსირეს, რომ შესრულებული სამუშაოები შეესაბამება საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს", — აცხადებს უწყება.
- აღნიშნავენ იმასაც, რომ ეს ყალბი დასკვნა ლაშა ფურცხვანიძემ წარადგინა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში, "რაც გახდა მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველი".
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები