სასამართლომ ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულ ცხრავე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
გადაწყვეტილება მოსამართლემ სხდომათა დარბაზში გამოაცხადა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა, ხოლო 2 ბავშვი დაშავდა.
- ბრალდებულები წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავეებად არ თვლიან.
- დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებულებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ვინ დააკავეს: მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე დაკავებულია სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
- ლაშა ფუცხვანიძე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას.
- შპს გრინსერვის+-ის საქმის მწარმოებელი ბ.მ. და შპს ნიუ მეტალ დიზაინის წარმომადგენელი ლ.ჭ. დააკავეს 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
- გრინსერვის +-ის თანამშრომელი დ.კ დააკავეს 25-362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზებას გულისხმობს.
მშენექსპერტის დირექტორი ნ.ქ. და ამავე კომპანიის ინსპექტორი დ.თ. დააკავეს 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას გულისხმობს. - ხოლო ელექტროშემდუღებელი 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დააკავეს, რაც გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დეტალები: შადრევანი მერიამ 12 ოქტომბერს ოფიციალურად გახსნა — სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია გრინსერვისი+ ასრულებდა.
- ოფიციალურად დოკუმენტაციაში წერია, რომ გრინსერვისი+-მა ჩააბარა, ხოლო მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა მიიღო მშენექსპერტის ინსპექტირების ანგარიშით დადასტურებული შადრევნისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
- თავის მხრივ, მშენექსპერტი ინსპექტირების შუალედურ ანგარიშში წერს, რომ სამუშაოები შესრულებულია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად და შესაბამისობაშია საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან, თუმცა თუმცა არ საუბრობს უსაფრთხოების საკითხზე.
- მერიის წარმომადგენელი და გრინსერვისის დირექტორიც ამტკიცებდნენ, რომ შადრევნის უსაფრთხოება შემოწმებული იყო.
გამოძიების ვერსიით, "შადრევანზე დასრულებული სამუშაოების მიუხედავად", მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მოადგილემ, შპს გრინსერვისი+-ის მენეჯერს სთხოვა, რომ შადრევანში მდებარე ელექტროძრავიდან გამომავალი შავი ფერის წყლის მილები შეეფუთათ უჟანგავი თეთრი ფერის კონსტრუქციით.
- შსს-ს თქმით, ამ პირმა აცნობა ლაშა ფურცხვანიძეს, რომელმაც დაავალა მას, ამ სამუშაოს შესრულება შეეკვეთათ ქვეკონტრაქტორი ფირმის, ნიუ მეტალ დიზაინის წარმომადგენლისთვის, რომელმაც, თავის მხრივ, სამუშაოების შესრულება დაავალა კერძო ელექტროშემდუღებლებს.
- ხოლო შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობა და კონტროლი დაევალა გრინსერვისის სამუშაოთმწარმოებელს.
პროკურატურაში ბრიფინგზე ფაქტობრივად ის განცხადება წაიკითხეს, რაც შსს-გან მოვისმინეთ და დამატებით გაასაჯაროვეს ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ მუშაობენ ხელოსნები შადრევნის რეაბილიტაციაზე. აჩვენეს ფოტომასალაც.
- "ეს გახლავთ ძრავის დასაფარებელი ცხაური და ხედავთ, როგორ არის მოყოლილი მაღალი ძაბვის ელექტროკაბელი ცხაურს შორის, რომელშიც 380 ვოლტი დენი გაედინება. ეს უფრო ახლო კადრია, ამ კაბელზე არის საუბარი და ის ცხაური, რომელშიც მოყოლილი არის", — თქვა პროკურორმა, როცა ამ ფოტოებს წარადგენდა.
-
გარდა ამისა, უწყებამ გაასაჯაროვა მიღება-ჩაბარების აქტების სქრინები. მათ თქმით, პირველ ნაწილში არ არის აღნიშნული, რომ სამუშაოები შეესაბამება სამშენებლო ნორმებსა და წესებს, ხოლო მეორე, გაყალბებულ პროექტში, რომელიც მერიაში წარადგინეს, ეს ჩანაწერი გაჩნდა.
დარღვევები: უწყებაში ამბობენ, რომ 2022 წლის 22 სექტემბერს ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ:
- "წყლის მილებზე უჟანგავი კონსტრუქციის მორგების მიზნით მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის უკან დამაგრებისას ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია".
- მათივე თქმით, ლაშა ფურცხვანიძემ შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ მიიღო შესაბამისი ინსპექტირების გარეშე.
- უწყებაში ამბობენ იმასაც, რომ ქვეკონტრაქტორის ფირმის წარმომადგენელმაც არ გადაამოწმა დაქირავებული ელექტროშემდუღებლების მიერ შესრულებული სამუშაო.
- ხოლო გრინსერვისის საქმეთამწარმოებელმა არ გაუწია შესაბამისი კონტროლი ამ საქმიანობას.
ინსპექტირების ანგარიში: უწყებაში განმარტავენ, რომ გრინსერვის +-მა, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთვის სავალდებულო, შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით, ხელშეკრულება გააფორმა შპს მშენექსპერტთან.
- მათი თქმით, მშენექსპერტისდირექტორმა და ინსპექტორმა მოახდინეს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის ღირებულების ინსპექტირება, რომლის პროექტი მიაწოდეს გრინსერვის +-ის თანამშრომელს, მაგრამ დასკვნის შინაარსი არ აკმაყოფილებდა თბილისის მერიისა და გრინსერვის +-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ სავალდებულო მოთხოვნებს.
- მათივე თქმით, კომპანიის თანამშრომელმა, დ.კ.-მ, მათ ფირმასთან სამომავლო საქმიანი ურთიერთობის გაგრძელების სანაცვლოდ, დაიყოლია მშენექსპერტის დირექტორი და ინსპექტორი, რომ დასკვნაში ჩაეწერათ, თითქოს შეისწავლეს ჩატარებული სამუშაოების შესაბამისობა საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებთან.
- "2022 წლის 25 აგვისტოს, დ.თ.-მ და ნ. ქ.-მ შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი — ინსპექტირების ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში ასევე დააფიქსირეს, რომ შესრულებული სამუშაოები შეესაბამება საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს", — აცხადებს უწყება.
- აღნიშნავენ იმასაც, რომ ეს ყალბი დასკვნა ლაშა ფურცხვანიძემ წარადგინა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში, "რაც გახდა მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველი".
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
კომენტარები