მედვედევი კომუნისტებისდროინდელ სიკვდილით დასჯას მისტირის
რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა საკუთარ თავს აჯობა და ამჯერად საბჭოთა კავშირის ყველაზე უსამართლო და ცუდი წესის დაბრუნების სურვილი გამოთქვა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: მედვედევი უკვე დიდი ხანია ალოგიკურ განცხადებებს აკეთებს, თუმცა დროთა განმავლობაში მისი შეფასებები და სურვილები უფრო და უფრო აგრესიული და არაჰუმანური ხდება.
- ამჯერად ის აცხადებს, რომ სსრკ-ში "მოღალატეების სიკვდილით დასჯა" ყოველგვარი გამოძიებისა და გასამართლების გარეშე სამართლიანი იყო და საჭიროების შემთხვევაში რუსეთში ეს წესი უნდა დაბრუნდეს.
დეტალები: უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტელეგრამზე წერს, რომ რუსეთში დივერსიებს აწყობენ უცხო ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტები, რომლებმაც მათთან მიიღეს განათლება.
- ის ირონიულად ახსენებს რუსეთის მოქალაქეებსაც, რომლებიც სამხედრო გაწვევის ოფისებს და სხვა დაწესებულებებს წვავენ.
- რა თქმა უნდა, არც "უკრაინელი ტერიროსტები" ავიწყდება, რომლებიც თითქოსდა რუსეთის ტერიტორიაზე კლავენ რუსეთის მოქალაქეებს.
- შემდეგ კი საუბარს ასე აგრძელებს: "უბრალოდ უნდა გავიხსენოთ, რომ დიდი სამამულო ომის დროს არავინ ეთამაშებოდა დივერსანტებს, რომლებიც ნაცისტი მკვლელების ბრძანებით ახორციელებდნენ დივერსიულ სამუშაოებს. ასეთი ნაძირალასთვის მხოლოდ ერთი განაჩენი იყო — დახვრეტა სასამართლოსა და გამოძიების გარეშე. პირდაპირ დანაშაულის ადგილზე".
- აქვე მედვედევი აღნიშნავს, რომ თუ ხარ მოღალატე, რომელმაც ასეთი დანაშაული ჩაიდინა ომის დროს, მაშინ "არც ასაკი გაქვს, არც ეროვნება და არც შენი სიცოცხლის დაცვის უფლება".
გარდა ამისა, ის ამბობს, რომ თანამედროვე რუსეთში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმია გამოცხადებული და "ყველაფერი ჰუმანურადაა", აშშ-სა და კიდევ რამდენიმე ბირთვული სახელმწიფოსგან განსხვავებით.
- ამ ქვეყნებთან რუსეთის უკეთესად წარმოჩენის მცდელობის შემდეგ კი ისევ სიკვდილით დასჯის დაბრუნებაზე საუბრობს.
- "კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებშიც სიკვდილით დასჯის მორატორიუმის დაძლევა შესაძლებელია, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი პოზიციების შეცვლით. ეს არის ჩვენი ხალხის, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესების დასაცავად საშუალებების არჩევის საკითხი", — წერს ის.
-
გადახედვაპრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს პრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს
-
გადახედვასპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს სპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს
-
გადახედვასპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის
-
გადახედვა"აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება "აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
-
გადახედვასპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც სპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც
-
გადახედვაზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
კომენტარები