ომს რომ მოიგებთ, მერე დამიბრუნეთ — შონ პენმა თავისი ოსკარი ზელენსკის გადასცა
ცნობილი კინოვარსკვლავი და ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს მფლობელი მსახიობი შონ პენი უკრაინის დედაქალაქ კიევს წელს კიდევ ერთხელ ეწვია. ომის დაწყების შემდეგ ქვეყანაში თავისი მესამე ვიზიტისას, პენი ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, ისევ შეხვდა და მას პატარა საჩუქარიც მოუმზადა.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ამერიკელმა მსახიობმა უკრაინაში თავისი ოსკარი ჩაიტანა და ის ზელენსკის გადასცა.
"თავს საშინლად ვგრძნობ, ეს კი, უბრალოდ, სიმბოლური, სულელური რაღაცაა", — უთხრა პენმა უკრაინის პრეზიდენტს, — "მაგრამ, თუკი მეცოდინება, რომ ის აქაა, თქვენთან, თავს უკეთ და ბრძოლისთვის უფრო მხნედ ვიგრძნობ. [ომს] რომ მოიგებთ, მერე დამიბრუნეთ მალიბუში".
აღსანიშნავია, რომ ვიზიტისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ შონ პენი უკრაინის ღირსების ორდენითაც დააჯილდოვა, "სიმამაცის ხეივანზე" კი მისი სახელობის დაფაც გაიხსნა.
"ეს შეხვედრა განსაკუთრებული იყო", — წერს ზელენსკი ფეისბუქზე, — "შონმა თავისი ოსკარი ჩამოგვიტანა, როგორც ჩვენი ქვეყნის გამარჯვების რწმენის სიმბოლო. უკრაინაში ის ომის დასრულებამდე დარჩება".
აღსანიშნავია, რომ პენი უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე ჩავიდა და ქვეყანას მხარდაჭერა გამოუცხადა. მსახიობმა და რეჟისორმა გადაწყვიტა, რუსეთის სამხედრო აგრესიაზე დოკუმენტური ფილმიც გადაეღო. მოგვიანებით, მან ამერიკის კინოაკადემიას ულტიმატუმი წაუყენა და კატეგორიულად მოსთხოვა, ოსკარის დაჯილდოების ღონისძიებაზე უკრაინის პრეზიდენტი ვირტუალურად ჩაერთოთ.
მისი პოლიტიკური აქტივიზმისა და უკრაინის მხარდაჭერის გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე კვირის წინ შონ პენს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
კომენტარები