რა დისკრედიტაციული განცხადებები ვრცელდება სახალხო დამცველზე — მონიტორინგის შედეგები
FactCheck მედიამონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს, სადაც მიმოიხილავს იმ ძირითად დისკრედიტაციულ განცხადებებს, რაც მედიაში მოქმედი სახალხო დამცველის მიმართ ყველაზე ხშირად ვრცელდება.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის საპასუხოდ, ევროკავშირმა საქართველოს 12 რეკომენდაცია გაუზიარა.
- ერთ-ერთი რეკომენდაციის მიხედვით, ახალი სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა დამოუკიდებელ პიროვნებას უნდა მიენიჭოს, არჩევის პროცესი კი გამჭვირვალედ უნდა წარმართოს.
- ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის პოზიციაზე უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება, რაც პარლამენტის მიერ ახალი სახალხო დამცველის არჩევის აუცილებლობას განაპირობებს.
- სახალხო დამცველის არჩევის ფონზე, გააქტიურდა დისკრედიტაციული კამპანია მოქმედი ომბუდსმენის და ცალკეული კანდიდატების მიმართ.
დასავლეთის ინტერესები: მედიამონიტორინგის შედეგად იკვეთება, რომ განსაკუთრებით ხშირად ნინო ლომჯარიას "დასავლეთის ინტერესების გამტარებლად" მოიხსენიებენ.
- ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი პრორუსული და ძალადობრივი მედიის, ალტ-ინფოს გადაცემაში სტუმრობისას ამტკიცებდა, რომ ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველად არჩევა "გარედან თავსმოხვეული" პროცესი იყო.
- კონსერვატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი მარტინენკოს მტკიცებით, სახალხო დამცველის აპარატის საშუალებით დასავლეთს ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედება შეუძლია.
- ალტ-ინფოს ტელეწამყვანის აზრით, საქართველოში ომბუდსმენი დასავლეთის ერთ-ერთი მთავარი "საცეცია" და ლომჯარიას მუშაობამ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან დადებითი შეფასება დასავლეთის იმედების გამართლების გამო მიიღო, რაც ქართული კულტურის განადგურებასთან არის დაკავშირებული.
- ლომჯარიას შეფასებით, გასულ წელს სახალხო დამცველი მუდმივად იყო ორგანიზებული დეზინფორმაციის კამპანიის, პოლიტიკური თავდასხმების და მუქარის სამიზნე მმართველი პარტიის ლიდერების თუ წარმომადგენლების, მმართველ პარტიასთან დაკავშირებული და აფილირებული პირების და მედიასაშუალებების მხრიდან.
პოლიტიკური მიკერძოება — ეს ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული გზავნილია ნინო ლომჯარიას წარმოსაჩენად.
- ომბუდსმენის აპარატის ნაციონალური მოძრაობის ინტერესების წარმომადგენელ მხარედ წარმოჩენისას არგუმენტად ხშირად სახალხო დამცველის მიერ მიხეილ სააკაშვილისა და მოგვიანებით ნიკა გვარამიას ციხეში მონახულება გამოიყენება.
- მმართველი გუნდი წევრები ხშირად იზიარებენ ძალადობრივი ჯგუფების გზავნილებს და სახალხო დამცველს კონკრეტული პარტიის ინტერესების გამტარებლად მოიხსენიებენ.
- ლომჯარია აღნიშნავს, რომ პარლამენტის წევრებს კონსტიტუცია ავალდებულებს, რომ სახალხო დამცველის მოსაზრებები მოისმინონ და გაითვალისწინონ. ხოლო დაუსაბუთებელი კრიტიკა და დისკრედიტაციული განცხადებები მხოლოდ ზრდის ომბუდსმენის ინსტიტუტისადმი ნდობას.
მხოლოდ გარკვეული ჯგუფების დაცვა: მედიაში ნინო ლომჯარია მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, ნაციონალური მოძრობისა და სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებების დამცველად ხშირად არის მოხსენიებული.
- კონსერვატიული მოძრაობის ლიდერის, გიორგი ქარდავას მტკიცებით, საქართველოს სახალხო დამცველი სისტემის "პრივილეგირებული კასტის წარმომადგენელია", რომელიც ჩვეულებრივი მოქალაქეების ინტერესებს, შეხედულებებსა და უფლებებს არათუ არ იცავს, არამედ ებრძვის.
- ნინო ლომჯარიამ განაცხადა, დაიცავს ნებისმიერი პირის უფლებებს, ამასთან, სურს ხალხს დაამახსოვრდეს, როგორც "სახალხო დამცველი, რომელიც იცავდა ყველა იმ პირს, რომლის უფლებების დაცვა არ იყო პოპულარული და რომლის გამოც, სახალხო დამცველი ხდებოდა თავდასხმის ობიექტი".
ეკლესიის წინააღმდეგ: პრორუსული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ, ომბუდსმენი მართლმადიდებლური ეკლესიის მტრად წარმოაჩინონ.
- ამ არგუმენტის გასამყარებლად გამოიყენება სახალხო დამცველის აპარატის ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებული ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტების საკითხში ჩართულობა და სახალხო დამცველის აპარატის წარდგენილი კონსტიტუციურ სარჩელი.
- პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, ნინო ლომჯარიამ საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციაში არსებული ნინოწმინდის ბავშვთა სახლი სასამართლოს გზით დაახურვინა.
- ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ, ომბუდსმენს პარლამენტში დაუსვა კითხვა, თუ "რას ერჩის იგი ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას".
- ლომჯარიას განმარტებით, საკითხს არასწორი ინტერპრეტაცია ეძლევა, და კონკრეტულ კონსტიტუციურ სარჩელში მოპასუხე საქართველოს პარლამენტი იყო და არა საპატრიარქო.
- ომბუდსმენის განცხადებით, გავრცელებული დეზინფორმაციის ერთ-ერთი საფუძველი მის მიერ სხვა რელიგიური ორგანიზაციებისა და გაერთიანებების დაცვაა.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები